reportiori.ge - რეზი არველაძე: თუ ენერგეტიკის მინისტრი ფეხბურთში ჩაერევა, ყველაფერს ვიტყვი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 23:45
სპორტი
რეზი არველაძე: თუ ენერგეტიკის მინისტრი ფეხბურთში ჩაერევა, ყველაფერს ვიტყვი!
ავტორი:
04 ივლისი, 2015. 04:35


ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის, რეზი არველაძის განცხადებით, თუ შენიშნავს, რომ ფეხბურთში გარკვეული ტენდენციები არსებობს, იგი არ გაჩუმდება.

 

„არავისთან ურთიერთობა არ დამძაბვია, ჩემი ცხოვრების წესი, არავისთან ურთიერთობის დაძაბვას არ განიხილავს, მითუმეტეს იმ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც ფეხბურთი მითამაშია და ცხოვრების რაღაც ნაწილი გამიტარებია"- , განაცხადა რეზი არველაძემ "რეაქციის" ეთერში  ფეხბურთის ფედერაციაში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით.


„განცხადებებიდან  შეიძლება ჩანდეს ესე, რომ კალაძის ფავორიტი არის კობიაშვილი მაგრამ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი დღევანდელი მთავრობა და სახელმწიფო, ამას შეხედავს, როგორც სპორტის ერთი სფეროს შიდა არჩევნებს. აქ რამოდენიმე არჩევნები იყო, რომელიღაცა ფედერაციებში, სადაც იყო ცალკეული ადამიანების მცდელობა, მაგრამ იმ სამყარომ, რომელ სამყაროსაც ეკუთვნოდა ეს არჩევნები, აბსოლუტურად სხვა გადაწყვეტილება მიიღო და სხვანაირი არჩევნები ჩაატარა.

 

მე დღეს არ ვიტყვი, რომ ენერგეტიკის მინისტრი ერევა ფეხბურთში, მაგრამ თუ ჩაერევა ყველაფრს ვიტყვი, ეხლა რატომ უნდა ვთქვა, როცა არანაირი ფაქტი არ არის იმის, რომ მე ვინმე რაღაცას მიკრძალავს ან ხელს მიშლის, ან ხელებს მიგრიხავს. არ ვარ იმ კატეგორიის ადამიანი, რომ გული გამისკდეს და არაფერი არ ვთქვა, შესაბამისად ტყუილი რომ ვთქვა, არ იქნება სწორი",-განაცხადა არველაძემ.



(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016