reportiori.ge - მიხეილ გიორგაძე გაიოზ კანდელაკს სპეციალურ ჯილდოს „ხელოვნების ქურუმს" გადასცემს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:46
კულტურა
მიხეილ გიორგაძე გაიოზ კანდელაკს სპეციალურ ჯილდოს „ხელოვნების ქურუმს" გადასცემს
ავტორი:
04 ივლისი, 2015. 11:15


კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დღეს თბილისის „ბიგ-ბენდის" დამაარსებელს გაიოზ კანდელაკს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კულტურის სამინისტროს სპეციალურ ჯილდოს ხელოვნების ქურუმს" გადასცემს.



გაიოზ კანდელაკის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის ივენთ ჰოლში" „ბიგ-ბენდის" სოლისტები - მაია ბარათაშვილი, მარიკო ებრალიძე, გიორგი სუხიტაშვილი, ალეკო ბერძენიშვილი, ბორის ბედია, თაკო გაჩეჩილაძე და ზაურ შავგულიძე კონცერტს გამართავენ. შესრულდება უცხოური და ქართული ჰიტები.



გაიოზ კანდელაკი 1945 წელს დაიბადა, დაამთავრა მოსკოვის კულტურის ინსტიტუტი; არის ღირსების ორდენის ორგზის კავალერი, ასევე საქართველოში პირველი ჯაზ-კლუბის დამაარსებელი. სხვადასხვა წლებში იყო მარჯანიშვილის თეატრის, მეტეხის თეატრის, „მელოდიის", ფილარმონიისა და კინომსახიობთა თეატრის დირექტორი. 1996 წელს დააარსა თბილისის ბიგ-ბენდი და დღემდე მისი პროდიუსერია.



გაიოზ კანდელაკის ძალისხმევით 1978 წელს საბჭოთა კავშირში პირველი ჯაზ-ფესტივალი სწორედ თბილისში გაიმართა. მოგვიანებით, პირველი როკ-ფესტივალის ორგანიზატორიც გაიოზ კანდელაკი გახლდათ.



 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016