reportiori.ge - 16 მიზეზი, რის გამოც ვერ იკლებთ წონაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 14:43
სხვადასხვა
16 მიზეზი, რის გამოც ვერ იკლებთ წონაში
ავტორი:
04 ივლისი, 2015. 20:47




თქვენ ,,მკვლელ" დიეტებზე ხართ, ჯანსაღად იკვებებით, ,,მკვლელ" ვარჯიშებს აკეთებთ, დადიხართ ჯიმზე, დარბიხართ და მაინც ვერ იკლებთ წონაში იმდენს, რამდენიც გსურთ. რა ხდება? შესაძლოა აღნიშნულის მიზეზის გარკვევაში ეს 16 შეცდომა დაგეხმაროთ:


1. ჯანსაღ საკვებს მიირთმევთ, მაგრამ ზედმეტს. ავოკადო, ბურღულეული, ზეითუნის ზეთი, შავი შოკოლადი და ა.შ. კი ნატურალურია, დიეტური და ჯანსაღი, მაგრამ კალორიები მათაც აქვთ. მაინც უნდა აკონტროლო რამდენს ჭამთ. მაგალითად, ერთი ავოკადო 200 კალორიაა, მიუხედავად თავისი საოცარი დადებითი თვისებებისა. დაითვალეთ კალორიები და რაოდენობა.


2. არ მიირთმევთ საუზმეს. თითქოს ამ გზით კალორიებს არ იღებთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ისინი, ვინც რეგულარულად საუზმობენ უფრო ადვილად იკლებენ. საუზმე ხელს უწყობს მეტაბოლიზმის პროცესს. ასევე ეცადეთ პროტეინებით მდიდარი საკვები შეარჩიოთ.


3. არ აკონტროლებთ პორციებს. ეს უმთავრესი ინგრედიენტია წარმატებისთვის. გამოიყენეთ ისეთი ჭურჭელი, რომლითაც გააკონტროლებთ პორციებს და ისწავლეთ საკუთარი სხეულისთვის ყურის გდება. მიირთვით ნელა და თუნდაც ერთი ლუკმა გრჩებოდეთ, თუ მაძღარი ხართ მეტს ნუ შეჭამთ.


4. ფეხზე დამდგარი ჭამთ. მაცივრის კართან ატუზული ან გაზქურასთან. ეს უაზრო კვებაა. სჯობს დრო გამოყოთ ჭამისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა გეგონოთ, რომ ცოტა წაილუკმეთ, ამ დროს კი უამრავი კალორია მიიღოთ.


5. ცოტა გძინავთ. ბევრს ჰგონია, რომ რაც უფრო ნაკლებს იძინებს და რაც უფრო მეტად დაიტვირთება, გახდება. ეს მცდარი მოსაზრებაა. თქვენ ენერგია გჭირდებათ ვარჯიშისთვის და ძილის ნაკლებობა მადას აუმჯობესებს, სხეული ენერგიის აღდგენას საკვებით ცდილობს.


6. დაბალკალორიულ საკვებს ეძალებით. როცა მსუბუქ საკვებს მიირთმევთ, უფრო მეტის ჭამა გინდებათ და საბოლოო ჯამში შესაძლოა იმაზე მეტი კალორია მიიღოთ, ვიდრე ჩვეულებრივი საკვების დოზაა.


7. არ იღებთ საკმარის ბოსტნეულს. 5-7 სახის ხილის და ბოსტნეულის მიღება ყველა ადამიანისთვის სავალდებულოა და თუ დიეტაზე ხართ, ან ვარჯიშობთ კიდევ უფრო მეტი დაგჭირდებათ.


8. აკეთებთ მხოლოდ კარდიოვასკულარულ ვარჯიშებს: ცურვა, სირბილი, ძუნძული, სიარული, ველოსიპედი და ა.შ. საჭიროა ფიტნესის სწორად დაგეგმვა.


9. მშიერ კუჭზე ვარჯიშობთ. როცა მშიერი ვარჯიშობთ კალორიები იწვება კუნთებისგან და არა ცხიმისგან. გარდა ამისა, ენერგიაც გჭირდებათ ვარჯიშისთვის.


10. საკვები რაციონიდან მთლიანად იღებთ საკვები პროდუქტების მთელ ჯგუფს. ეს დაუშვებელია. ამას სჯობს, რომ პორციები აკონტროლოთ და მდიდარი და მრავალფეროვანი საკვები მიიღოთ.


11. არ ჭამთ საკმარისად. არ იშიმშილოთ. ეს მეტაბოლიზმის პროცესის არევის გარდა იმაზე მეტი საკვების ჭამის მოთხოვნილებას გაგიჩენთ, ვიდრე ჩვეულებრივ იღებთ და თანაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. უმჯობესია ნელი და სტაბილური წონის კლება პორციებისა და კალორიების კონტროლით.


12. გარეთ სადილობთ. რესტორნებში სადილი კარგია, მაგრამ დიეტებისთვის კატასტროფაა. ვერც კალორიებს ითვლით, უფრო მეტს ჭამთ, არაჯანსაღად იკვებებით. თუ მაინცდამაინც გარეთ გინდათ ვახშმობა სალათი ან რამე ჯანსაღი შეუკვეთეთ, აპეტიტაიზერები აიკრძალეთ და თან მეგობართან გაიყავით.


13. ვარჯიშის შემდეგ არასწორად იკვებებით. ვარჯიშის შემდეგ კარგად ჭამა დაუშვებელია, უნდაწაიხემსოთ. 150 კალორია ნორმაა.


14. არ სვამთ საკმარის წყალს. აუცილებელია რეგულარულად წყლის მიღება, განსაკუთრებით კი დილით, როცა სხეული გაუწყლოებულია. წყალი მეტაბოლიზმის პროცესს უწყობს ხელს და თან მადას აგდებს. არც შაქრიანი, ტკბილი წვენებისა და გაზიანი სასმელების მოთხოვნილება გიჩნდებათ.


15. ჭამთ გაუაზრებლად. მიირთმევთ ტელევიზორთან, ფილმის ყურების დროს, სოციალურ ქსელში ჩართული, ან კითხვის დროს. ამ დროს ზომას ვეღარ გრძნობთ. სჯობს სხვა აქტივობასთან ერთად არ მიირთვათ.


16. არ ერთობით. ბევრი ფიქრობს რომ ნერვიულობით ხდება, მაგრამ როგორც დიეტოლოგები ირწმუნებიან, სტრესი პირიქით წონაში მომატებას უწყობს ხელს. საჭიროა გართობა და ისეთ ფიზიკური აქტივობით დაკავება, რომელიც სიხარულს მოგანიჭებთ: ცეკვა, შოპინგი, ლაშქრობა, ისინი კალორიების დაწვისა და ჯანსაღი და ბედნიერი ცხოვრების წესის ბუნებრივი საშუალებებია.




წყარო: POPSUGAR Fitness



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016