reportiori.ge - ცნობილი ადამიანების ძლიერი ციტატების ტოპ-ოცეული
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 11 ნოემბერი, 2024. 06:13
სხვადასხვა
ცნობილი ადამიანების ძლიერი ციტატების ტოპ-ოცეული
ავტორი:
04 ივლისი, 2015. 22:16

 


გთავაზობთ იმ ადამიანების რჩევებს, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება მაქსიმალურად სასარგებლოდ გაატარეს და მიაღწიეს ყველაფერს რაც სურდათ:


1. მას, ვისაც არ შეუძლია დღის 2/3 საკუთარი თავისთვის გამოყოს, არის მონა, - ფრიდრიხ ნიცშე.


2. აზრი არ აქვს ჭკვიანი ადამიანების დაქირავებას და მერე იმის მითითებას, თუ რა აკეთონ. ჩვენ მათ იმისთვის ვქირაობთ, რომ თავად გვითხრან რა გავაკეთოთ, - სტივ ჯობსი.


3. ის, ვისაც საკუთარი შრომის რეზულტატის მალე დანახვა სურს, მეწაღე უნდა გახდეს, - ალბერტ ეინშტეინი.


4. ყოველთვის აირჩიეთ ყველაზე რთული გზა - ამ გზაზე თქვენ არ შეხვდებით კონკურენტებს, - შარლ დე გოლი.


5. დაგვიანებით მიღებული სწორი გადაწყვეტილება, არის შეცდომა, - ლი იაკოკა.


6. თუ მიიჩნევთ, რომ სწავლა ძვირი ღირს, სცადეთ გაარკვიოთ რა ღირს უცოდინრობა, - რობერტ კიიოსაკი.


7. თუ თქვენი ერთადერთი მიზანი არის გამდიდრება, იცოდეთ, რომ ვერასდროს მიაღწევთ მას, - ჯონ დევისონ როკფელერი.


8. ფული არ გაგაბედნიერებთ. მე ახლა 50 მლნ მაქვს და ზუსტად ისეთივე ბედნიერი ვარ, როცა 48 მლნ მქონდა, - არნოლდ შვარცნეგერი.


9. ადამიანებს არ სურთ იყვნენ მდიდრები, ადამიანებს სურთ იყვნენ სხვებზე მდიდრები, - ჯონ სტიუარტ მილი.


10. არ თქვა რომ მუშაობ. დაანახე ყველას, რა გამოიმუშავე, - თომას რობერტ დიუარი.


11. ვინც მთელი დღე მუშაობს, მას არ სცალია ფულის გამოსამუშავებლად, - ჯონ დევისონ როკფელერი.


12. წარმატების რეცეპრი: ისწავლეთ, სანამ სხვებს სძინავთ; იმუშავეთ, სანამ სხვები უსაქმურობენ; მოემზადეთ, სანამ სხვები თამაშობენ; იოცნებთ, სანამ სხვებს მხოლოდ სურთ, - უილიამ ა. უარდი.


13. დაარწმუნო ადამიანები შეიძინონ ის, რაც მათ არ სჭირდებათ, იმ ფულით, რომელიც მათ არ აქვთ, იმისთვის, რომ შთაბეჭდილება მოახდინონ მათზე, ვისაც ამ ყველაფერთან არაფერი ესაქმება - დღეს ეს თაღლითობა სრულიად ვირტუოზული გახდა, - ვიქტორ პაპანეკი.


14. რაც არ უნდა იყოს თქვენი მიზანი, თვქენ მის მიღწევას შეძლებთ, თუ მოინდომებთ შრომას, - ოპრა უინფრი.


15. მე მირჩევნია შემოსავალი მივიღო ასი ადამიანის ძალისხმევის 1 %-დან, ვიდრე საკუთარი ძალისხმევის 100 %-დან, - ჯონ დევისონ როკფელერი.


16. ბაზრები არასტაბილურია. გააკეთეთ ინვესტიცია საკუთარ თავში, - მიხაილ ბარშევსკი.


17. მნიშვნელობა არ აქვს რას ფიქრობთ - შეგიძლიათ თუ არა - მაინც მართალი ხართ, - ჰენრი ფორდი.


18. თვქენ გექნებათ ყველაფერი, როცა არ იდარდებთ იმაზე, თუ ვის შეხვდება ჯილდოები თქვენი დამსახურებისთვის, - ბენჯამინ ფრანკლინი.


19. მე დავიქირავებდი ენთუზიაზმის მქონე ადამიანს, ვიდრე მას, ვინც ყველაფერი იცის, - ჯონ დევისონ როკფელერი.


20. ლომების არმია ცხვრის მეთაურობით, ყოველთვის წააგებს ცხვრების არმიასთან ლომის მეთაურობით, - ნაპოლეონ ბონაპარტი.




 

(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)

 

 

წყარო:   b2p.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016