მედია
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაწყვეტილებით, „წითელი ზონა“ აღარ დაიხურება
ავტორი: თამარ ბატიაშვილი
29 ოქტომბერი, 2013. 15:11
„საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაწყვეტილებით, გოგი გვახარიას საავტორო გადაცემა „წითელი ზონა" აღარ დაიხურება.
„ამ წუთებში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღარ დაიხუროს. გვიჭირდა მატერიალურად, მაგრამ ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რომ ეს გადაცემა გავიდეს. სხვას დავაკლებთ, და ამას მივცემთ ფულს", - აცხადებს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თამაზ ტყემალაძე.
შეგახსენებთ, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გიორგი გვახარიას საავტორო გადაცემის „წითელი ზონის" დახურვის შესახებ ცნობილი დღეს გახდა. როგორც თამაზ ტყემალაძემ განაცხადა, გადაცემა ფინანსური პრობლემების გამო იხურებოდა.
გადაცემის დახურვის გადაწყვეტილების გამო მოქალაქეთა ნაწილი დღეს, 18 საათზე აქციას გეგმავდა. აქცია სოციალური ქსელების მეშვეობით დაიგეგმა.
12 თებერვალი, 2016. 00:39
09 თებერვალი, 2016. 23:38
09 თებერვალი, 2016. 18:37
09 თებერვალი, 2016. 18:01
09 თებერვალი, 2016. 12:11
09 თებერვალი, 2016. 12:07
08 თებერვალი, 2016. 20:35
08 თებერვალი, 2016. 16:25
08 თებერვალი, 2016. 12:14
07 თებერვალი, 2016. 15:44
05 თებერვალი, 2016. 12:05
05 თებერვალი, 2016. 11:31
05 თებერვალი, 2016. 11:05
04 თებერვალი, 2016. 12:51