კულტურა
პორტუგალიაში „მანდარინების“ პრემიერა გაიმართა
02 ივლისი, 2015. 18:31
საქართველოს საელჩოსა და კომპანია „FILMS4YOU"-ის თანამშრომლობით, პორტუგალიის რესპუბლიკაში, ლისაბონის პრესტიჟულ კინოთეატრში „UCI EL Corte Inglés" ქართულ-ესტონური კინოპროდუქციის „მანდარინების" პორტუგალიური პრემიერა გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საელჩოს ორგანიზებით, ფილმის პრემიერას სპეციალურად მიპატიჟებული სტუმრები, მათ შორის პორტუგალიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და კულტურის სფეროს მოღვაწეები დაესწრნენ.
„კომპანია „FILMS4YOU"-მ ფილმის "მანდარინები" ეკრანიზაციის უფლება შეიძინა. 2 ივლისიდან ერთი თვის განმავლობაში, ექსკლუზიურად UCI-ის კინოთეატრებში ლისაბონსა და პორტუში, ფართო საზოგადოებას ოსკარზე ნომინირებული ქართულ-ესტონური ფილმის ნახვის საშუალება ექნება", - აცხადებენ უწყებაში.
13 თებერვალი, 2016. 13:40
12 თებერვალი, 2016. 00:11
09 თებერვალი, 2016. 00:52
08 თებერვალი, 2016. 17:08
08 თებერვალი, 2016. 16:03
08 თებერვალი, 2016. 12:02
04 თებერვალი, 2016. 12:00
04 თებერვალი, 2016. 11:23
03 თებერვალი, 2016. 12:30
03 თებერვალი, 2016. 04:27
31 იანვარი, 2016. 01:21
29 იანვარი, 2016. 21:29
29 იანვარი, 2016. 02:50