reportiori.ge - 75 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ცოლ-ქმარი საწოლში ხელიხელჩაკიდებულნი გარდაიცვალნენ...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 14:39
სხვადასხვა
75 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ცოლ-ქმარი საწოლში ხელიხელჩაკიდებულნი გარდაიცვალნენ...
ავტორი:
05 ივლისი, 2015. 21:49



ამერიკული  dailymail  -ის დღევანდელი გამოცემა  მოხუცი წყვილის, 96 წლის ჯანეტ ტოცზკოსა და 95 წლის ალექსანდრე ტოცზკოს გარდაცვალების შესახებ  სტატიას და ფოტოებს აქვეყნებს.


"ამ მტკივნეულ ფოტოზე აღბეჭდილია წყვილი, რომელიც 75 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, საკუთარ სახლში, საწოლში ხელიხელჩაკიდებულნი გარდაიცვალნენ."-წერს "დეილი მეილი".



 

 


ეს მოხდა წელს, 17 ივნისს. გარდაცვლილი ჯანეტ ტაცზკო 96 წლის იყო, მისი მეუღლე ალექსანდრე კი, 95 წლის. მათ ერთმანეთი 8 წლიდან უყვარდათ და ასეთივე სიყვარულით წავიდნენ იმქვეყნად. გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირის წინ, ალექსანდრე ტაცზკო თეძოს მოტეხილობით საავადმყოფოში მოხვდა და  ლოგინს მიეჯაჭვა, მაგრამ სახლში , მეუღლესთან ითხოვდა დაბრუნებას.  ამის გამო  გადაწყვიტეს, რომ მის ოთახში დაედგათ სპეციალური საწოლი, რომელზეც ავადმყოფის გვერდით, მისი მეუღლეც მოთავსდებოდა.


 


მალე ჯანეტის ჯანმრთელობაც დამძიმდა. მისი მდგომარეობაც ქმრის ჯანმრთელობასთან ერთად უარესდებოდა. როგორც მათი შთამომავლები ამბობენ, მათი ოცნება ყოველთვის იყო ერთად სიკვდილი და მართლაც, საკუთარ საწოლში, ხელიხელჩაკიდებულები გარდაიცვალნენ. მსგავსი სცენაა ასახული 2004 წლის ფილმში, „უბის წიგნაკი", სადაც მოხუცი ცოლ-ქმარი საწოლში, გვერდიგვერდ იღუპებიან. რეალურად კი, ეს ყველაფერი 2015 წელს, ტაცზკოების ოჯახში მოხდა.


მათი ერთ-ერთი ქალიშვილი საუბრობს, თუ როგორ ნატრობდა დედა, მამასთან ერთად რომ მომკვდარიყო. მან მშობლების გარდაცვალების ბოლო წუთები აღწერა: "როცა დედამ გაიგო, რომ მისი საყვარელი მეუღლე გარდაიცვალა, ის მოეხვია მას და უთხრა- ნახე, ეს ის არის, რაც შენ გინდოდა. შენ ჩემს მკლავებში დალიე სული. მიყვარხარ, დამელოდე, ახლვე მოვალ". ამ სიტყვების შემდეგ ის 24 საათში გარდაიცვალა.



მისტერ და მისის ტაცზკოები პოლონელი ემიგრანტების შვილები  იყვნენ. მათ დიდხანს უყვარდათ ერთმანეთი, თუმცა ოფიციალურად 1940 წელს იქორწინეს. ჰყავთ 5 შვილი , 10 შვილიშვილი და 6 შვილთაშვილი. 29 ივნისს ქორწინებიდან 75 წლის იუბილის აღნიშვნას აპირებდნენ და როგორც ამბობენ, ძალიან უხაროდათ.

 

 

ალექსანდრე ტაცზკო თავდაპირველად ა.შ.შ-ს საზღვაო ტელეგრაფის ოპერატორი იყო, მერე კი მუშაობა დაიწყო სარეკლამო სააგენტოში. 1971 წელს გადასახლდა სანდიეგოში, სადაც საკუთარი სარეკლამო სააგენტო და მოდის ფოტოატელიე დააარსა..


წყვილს მარამასის ეროვნულ სასაფლაზე, ერთად დაკრძალავენ.


http://www.postalioni.com/



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016