reportiori.ge - მეხანძრე-მაშველებმა სოფელ კუმისში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიება ჩაატარეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 05:51
რეგიონები
მეხანძრე-მაშველებმა სოფელ კუმისში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიება ჩაატარეს
ავტორი:
05 ივლისი, 2015. 22:35




შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა სოფელ კუმისში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიება ჩაატარეს


შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა შეტყობინება გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისში გაჩენილი ხანძრის შესახებ. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ იქნა გაგზავნილი კუმისის განყოფილების ავტოცისტერნა. იმის გამო, რომ ცეცხლი გამხმარ ბალახს ეკიდა და იყო საშიშროება ხანძრის ფართო ტერიტორიაზე გავრცელების, ოპერაციაში ჩართულ იქნა თბილისის, გარდაბნის და რუსთავის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების 14 სახანძრო და სამაშველო ერთეული. ხანძრის ქრობის ღონისძიებაში მონაწილეობდა 120 მეხანძრე-მაშველი.


ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ორი ვერტმფრენი. ხანძრის შედეგად დაიწვა ორი საცხოვრებელი სახლი და სამი დამხმარე ტიპის ნაგებობა. დაშავებული არაა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.



(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016