ფრანგი კარიმ ბონგო, რომელიც ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობდა, ერთ მშვენიერ დღეს ქუჩაში უსახლკაროს გადაეყარა. იგი ვერც წარმოიდგენდა, რომ ეს მამაკაცი მსახიობი რიჩარდ გირი იყო და უსახლკაროს პიცა შესთავაზა.
მოგვიანებით, როგორც ტურისმა აღნიშნა, იგი მეუღლესთან და 15 წლს შვილთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობდა, როდესაც უსახლკარო შენიშნა და მას რესტორნიდან წამოღებული პიცა შესთავაზა.
„მან მკითხა, რა გაქვთ ყუთში? მე შევეცადე, რომ ინგლისურად მეპასუხა, მაგრამ ნახევარი მაინც ფრანგულად ვუთხარი.
„ინებეთ, მაგრამ ბოდიშს გიხდით, პიცა უკვე ცივია. მან კი მიპასუხა- დიდი მადლობა, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი"- განაცხადა ბონგომ.
კარენმა არ იცოდა ვინ გაიცნო ქუჩაში, მანამ, სანამ სასტუმროს მფლობელმა, ორი დღის შემდეგ გაზეთი არ აჩვენა, სადაც გამბო რიჩარდ გირთან ერთად იყო გადაღებული.
როგორც გაირკვა, ფრანგი ტურისტი სეირნობისას გადამღებ მოედანზე მოხვდა, სადაც რიჩარდ გირი უსახლკაროს როლს ასახიერებდა....
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)