„როიტერის" ცნობით, ფიფას გენერალურმა მდივანმა იოზეფ ბლატერმა მედიასთან 2018 და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძელთა შერჩევის შესახებ სკანდალური განცხადება გააკეთა...
ბლატერის განცხადებით, ზემოხსენებული მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძელთა შერჩევის პროცედურებზე საფრანგეთისა და გერმანიის პრეზიდენტებმა ნიკოლა სარკოზიმ და კრისტიან ვილფმა ზეწოლა განახორციელეს...
„ბატონებმა სარკოზიმ და ვულფმა გავლენა მოახდინეს თავიანთ წარმომადგენლებზე ხმის მიცემის დროს... აი ამიტომაც გვაქვს ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში და რუსეთში... ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, იმ ხალხმა უნდა აგოს პასუხი ამაზე."- განაცხადა ბლატერმა.
მან აღნიშნა, რომ ის ფიფაში დარჩა იმისთვის, რომ ფიფას ფიფას რეპუტაციაზე იბრძოლოს და არა საკუთარზე.
http://www.timer.ge/?p=34421