სამწუხაროდ, ცხოველთა მიმართ სასტიკად მოპყრობის შემთხვევები 21-ე საუკუნეშიც გვხვდება.
41 წლის აფრო-ამერიკელი უილიამ დოდსონი ჩრდილოეთ კაროლინის შტატის პოლიციამ ცხველთა მიმართ სასტიკად მოყრობის ფაქტზე უკვე დააკავა. ძნელი დასაჯერებელია, რომ მსგავი რამ შეიძლება ადამიანმა საკუთარ ოთხფეხა მეგობარს გაუკეთოს.
ამ სტაფის ფოტოები, სადაც ჩანს, რომ მას ძალიან მჭიროდ აქვს გადაკრული პირი, ძნელია გულგრილად დაათვალიერო...
საბედნიეროდ პატრონისგან დაჩაგრული ცხოველი სიკვდილს მეზობლების გულისხმიერებამ გადაარჩინა, რომლებმაც მისი მგომარეობა დროულად შენიშნეს.
ძაღლი, სახელად კეიტლინი ვეტერინართან დროულად მიყვანამ გადაარჩინა...
კეიტლინის პირი იმდენდ მჭიდროდ ჰქონდა გადახვეული, რომ სისხლის მიმოქცევა დაირღვა და ენამ, რომელიც კბილებს შორის ჰქონდა მოქცეული ფუნქცია დაკარგა. სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო უჯრედებმა კვდომა დაიწყეს. ძაღლის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა საბედნიეროდ, ყველაფერი დროულად გამოსწორდა.
ვეტერინარებმა შეძლეს ძაღლის სისცოცხლის გადარჩენა და პირის კუნთების აღდგენა.
კეიტლინი ამჟამად სარეაბილიტაციო კურსს გადის და მას მოსიყვარულე პატრონებიც გამოუჩნდა.
მის მოძალადე პატრონს კი წინ სასამართლოს გადაწყვეტილება ელოდება და შესაძლოა 5 წლით თავისუფლების აღკვეთაც მიესაჯოს, ყველაზე ლოიალურ შემთვევაში კი, 6 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისროს.
კეიტლინი ახლა გამოჯანმრთელების გზაზეა და ვეტერინერებიას ვარაუდით, იგი მალე სრუფლასოვან ცხოვრებას დაუბრუნდება.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)