reportiori.ge - ადეიშვილის კატეგორიული მოთხოვნით, „ნაციონალებმა“ ფიცი დადეს, რომ გარდა ზოგადი ფრაზებისა, არსად გავიდოდა დეტალური ინფორმაცია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:14
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ადეიშვილის კატეგორიული მოთხოვნით, „ნაციონალებმა“ ფიცი დადეს, რომ გარდა ზოგადი ფრაზებისა, არსად გავიდოდა დეტალური ინფორმაცია
ავტორი:
06 ივლისი, 2015. 19:17




არის, ასრულდა სერგოს ოცნება - „ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელ მდივნად სერგო რატიანი აირჩიეს. კენჭისყრის შედეგებით სერგო რატიანმა 28, ხოლო გიორგი ვაშაძემ 25 ხმა აიღო და სერგომ ზურაბ ჯაფარიძის პოსტი ჩაიხუტა. ამას წინ უძღოდა (29 ივნისს) მთელი „ნაცშპანის" ჩასვლა კიევში და დიდი „რაზბორკა" მიხეილ სააკაშვილთან.


მართალია, გიორგი ბარამიძე „ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე წერდა, ამ წამს კიევში, საქართველოსა და უკრაინის გამარჯვების მიღწევის თემაზე ვმსჯელობთო: „კიევში „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების შეხვედრა მიშასთან და სამომავლო მოქმედებებზე მსჯელობა მიმდინარეობს. ჩვენი ამოცანა არის საქართველოს გამთლიანება და ფეხზე დაყენება, ამისთვის გვჭირდება გამარჯვება როგორც საქართველოში, ისე უკრაინის ფრონტზე. შევთანხმდით, რომ (რაც ისედაც ცხადი იყო) ყველა ფრონტზე გავიმარჯვოთ! მაგარი შეხვედრა გამოვიდა კიევში. კარგი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს სადღეგრძელო დავლიეთ"!


მაგრამ სინამდვილეში ეს გახლდათ ლაყე სიტყვები, ამ ავანტიურისტებმა კიევში იმსჯელეს, ვინ უნდა გამხდარიყო „ნაცმოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი, როგორ ამოქაჩონ უკვე მიჩმორებული პარტია და როგორ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ეს სწორედ ის მომენტია, ნეტარ რომ არიან მორწმუნენი, რაღა დროს „ნაცმოძრაობის" გამარჯვება და ხელისუფლებაში დაბრუნებაა? მოკლედ, „ნაციონალები" მაინც თავიანთ სტიქიაში არიან, ამ შეხვედრაზე სააკაშვილმა თავიდანვე განაცხადა, რომ ის მხარს უჭერდა გიორგი ვაშაძის კანდიდატურას და შესაბამისად, ახალი სახეების, ანუ ახალგაზრდების მოზიდვას. სააკაშვილისთვის კვლავ პრობლემად რჩება გიგა ბოკერია და მისი პრეტენზიები არა მხოლოდ ფინანსების მხრივ, არამედ პარტიაში მმართველობის მხრივაც. სააკაშვილმა შეხვედრის შემდეგ თავის ვიწრო წრეში თქვა კიდეც, თუ პარტია გიგა ბოკერიას ხელში გადავა და აღმასრულებელი მდივანი მისი კაცი გახდება, მე ხელებიც დამიბანიაო.


კიევში „ნაციონალების" თავყრილობაზე, როგორც წყარო აცხადებს, იყო ჩხუბიც და დაპირისპირებაც - გიგა ბოკერიას და გიგი უგულავას კანდიდატი იმთავითვე იყო სერგო რატიანი, ხოლო სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილის, ნუგზარ წიკლაურის, კაკო ბობოხიძისა და სხვების კანდიდატურა - გიორგი ვაშაძე. როგორც ინკოგნიტო წყარო ამბობს „ქრონიკასთან" საუბარში, სერგო რატიანის არჩევით მამალმა „ნაცებმა" მიშას სურვილი არ გაითვალისწინეს და ამიტომ არ არის გამორიცხული, უახლოეს დღეებში მამა-მარჩენალმა ყველას „აბაროტი" აუღოს და „ნაცპარტია" საერთოდ დაიკიდოს:


„მიშას რომ კარგახანია უნდა ბოკერიას ჩამოშორება, ეს არახალია, მაგრამ კიევში შეხვედრისას საკითხი უფრო მწვავედ დადგა. რატიანი, ბოკერია და უგულავა ერთი „შაიკაა", გამოდის, ამ ფრთამ გაიმარჯვა, რასაც აუცილებლად მოჰყვება მეორე ფრთიდან უარყოფითი რეაქცია. მართალია, ამ ეტაპზე ე.წ. არჩევნები თითქოს მშვიდობიანად ჩაატარეს, თანაც ორ ტურად, მაგრამ დაპირისპირება ამის შემდეგ დაიწყება. ისე, სადღაც სიმართლეს ამბობს ბარამიძე, ყველა ფრონტზე უნდა გავიმარჯვოთო... ყოველ შემთხვევაში, ამის სურვილი აქვთ, სანამ თბილისელი „ნაციონალები" ჩავიდოდნენ კიევში, მანამდე ცოტა ხნით ადრე აჭარელი „ნაციონალები" ჩაიყვანა ლევან ვარშალომიძემ და შეახვედრა სააკაშვილს. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ასმათ დიასამიძეს ამის შესახებ არც დაუმალავს. თუმცა ამ ქალბატონმაც ბევრი სისულელე ილაპარაკა, ჩვენ უკრაინელ კოლეგებთან სადეპუტატო მუშაობის გამოცდილებები გავცვალეთ, მიხეილ სააკაშვილთან ერთი რიგითი შეხვედრა იყოო. მიშა ყველაფერს დათმობს, ოღონდ კიდევ ერთხელ შევარდეს ბათუმში და ამაყად განაცხადოს: აჭარა თავისუფალია, ძირს ბიძინა ივანიშვილი! თუმცა დღეს აჭარაში ამ ჭკუაზე აღარავინაა, შეიძლება ბევრი რამ არ მოსწონთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხი მიშას გაჰყვება თავქუდმოგლეჯილი".


კიდევ რა საკითხებზე შეიძლებოდა, გეგმები დაელაგებინათ „ნაციონალებს" კიევში? ამაზე პარტიის ერთ-ერთი აქტიური წევრი გვპასუხობს ნიშნისმოგებით, რომ ამიერიდან ძალიან ბევრ სიურპრიზს უნდა ველოდოთ და ყველაზე დიდი სიურპრიზი კი ხელისუფლებაში მათი დაბრუნება იქნება. ისევ ნეტარ არიან მორწმუნენი. ინკოგნიტო წყაროს ინფორმაციით, სააკაშვილმა კიევში შეხვედრის დროს გული ბიძინა ივანიშვილის ლანძღვითაც მოიოხა: „რუსი ოლიგარქი", „გაუნათლებელი და ტლუ", „კრეტინი და იდიოტი", „გამყიდველი და ცრუპენტელა", „ქართველი ხალხის გადამგდები"... აი, ის ტერმინოლოგია, რომლითაც თურმე სააკაშვილი იხსენიებს ივანიშვილს. რადაც არ უნდა დაუჯდეს, ის მაინც დაბრუნდება ხელისუფლებაში და ფულის ტომარა ივანიშვილი ვერსად დაემალება, ისე გაუხდის საქმეს, საქართველოდან გასაქცევი ფული აღარ ექნება. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს და მის სიმამრს, ერთ საკანში მოუწევთ ყოფნა კარგახანს.


იგივე ინკოგნიტო წყაროს ცნობით, „ნაციონალებმა" ფიცი დადეს, რომ გარდა ზოგადი ფრაზებისა, არსად გავიდოდა დეტალური ინფორმაცია. ეს ზურაბ ადეიშვილის იდეა ყოფილა, რადგან, მისი აზრით, დახურული და მკაცრად გასაიდუმლოებული შეხვედრა უფრო შთამბეჭდავია.


როგორც ვხედავთ, მიშა სააკაშვილმა პირველი რაუნდი თავისავე ბანდასთან წააგო და ამით ბოკერიაუგულავას ფრთა გაძლიერდა, რომელთანაც, ალბათ, „ითანამშრომლებს" ციხეში გამომწყვდეული ვანო მერაბიშვილი. წესით, ამ შემთხვევაში თამაშგარე მდგომარეობაში რჩება ბაჩო ახალაიას „სასტავი", რომელსაც მისი მეუღლე, ანი ნადარეიშვილი ხელმძღვანელობს. ამ „სასტავს" მოუწევს მიშასა და კეზერაშვილის მხარეს გადახრა. თუ სააკაშვილი საბოლოოდ უარს იტყვის პარტიაზე, ბუნებრივია, კეზერაშვილისგან „ნაციონალები" ერთ თეთრსაც ვეღარ მიიღებენ. სხვათა შორის, სერგო რატიანის გამარჯვება ძალიან გაუხარდა გიორგი ბარამიძეს, მაგრამ ამ ფაქტს თავშეკავებით შეხვდა ირმა ნადირაშვილი, რომელიც მიშას იდეოლოგიის გამტარებელია როგორც „რუსთავი 2"-ში, ისე პარტიაში. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები კახეთის ტრასაზე მდებარე „ნაცების" ოფისში... როგორც ინკოგნიტო წყარო ამბობს, მალე გავიგონებთ იქიდან ჭურჭლის მტვრევის ხმას.

 

 

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016