11 აგვისტოს, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე" გასამართ სუპერთასის ფინალურ მატჩზე, რომელშიც „ბარსელონა" „სევილიას" დაუპირისპირდება, დასასწრები ბილეთების გაყიდვის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, ბილეთების რეალიზაცია კვირის ბოლომდე დაიწყება და ზუსტი თარიღი 2 დღით ადრე გამოცხადდება.
აღსანიშნავია, რომ ცნობილია ადგილი, სადაც ბილეთები გაიყიდება. მსურველებს მათი შეძენა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში შეეძლებათ, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ გულშემატკივარს არა სტადიონის სალაროებთან, არამედ ვაკის პარკში მოუწევს შეკრება, საიდანაც სპეციალურად დაგებული ბილიკით, 50-კაციან ჯგუფებად მივლენ. ტერიტორიასა და რიგითობას უსაფრთხოების პოლიცია და პარტული დაიცავს.
შეკრების ადგილზე გულშემატკივართათვის უფასო წყალი იქნება და დამონტაჟდება ბიოტუალეტები. აღსანიშნავია, რომ სტადიონზე დროებითი სალაროების მონტაჟი უკვე დაიწყო. შეგახსენებთ, რომ სალაროებში 22 000-მდე ბილეთის გაყიდვა იგეგმება.