უეფა-ს სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა, სავარაუდოდ, მიმდინარეკვირის ბოლოს დაიწყება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ბილეთების რეალიზაციას მესხის სახელობის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გეგმავს.
რეალიზაციისთვის ახალი სალაროები მონტაჟდება. მაქსიმალურად იქნება დაცული უსაფრთხოების ზომებიც.
ბილეთების გაყიდვის პროცესის დაწყების ზუსტი თარიღი რეალიზაციამდე 48 საათით ადრე გამოცხადდება. ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანოში მოსამზადებელი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
შეგახსენებეთ, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, ბილეთები, ონლაინ რეჟიმის ნაცვლად, სალაროში გაიყიდება. თბილისში 22 000-მდე ბილეთის რეალიზაცია იგეგმება.
უეფა-ს სუპერთასი „ბარსელონასა" და „სევილიას" შორის 11 აგვისტოს, „დინამო არენაზე" ჩატარდება.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)