reportiori.ge - უინსტონ ჩერჩილის 40 ბრძნული გამონათქვამი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 14:53
სხვადასხვა
უინსტონ ჩერჩილის 40 ბრძნული გამონათქვამი
ავტორი:
08 ივლისი, 2015. 15:51



„რეპორტიორი" გთავაზობთ facts.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალას:



სერ უინსტონ ჩერჩილი - ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა ბრიტანეთის ისტორიაში. ის იყო გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 1940-1945 და 1951-1955 წლებში. ჩერჩილი, რომელიც მეოცე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ლიდერად ითვლება, არ იყო დაკავებული მხოლოდ სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური საქმიანობით. ის ასევე გახლდათ ბრიტანული არმიის ოფიცერი, ისტორიკოსი, მწერალი და მხატვარი.


სერ უინსტონი გახდა ერთადერთი პრემიერ-მინისტრი ბრიტანეთის ისტორიაში, რომელმაც აიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში და ასევე იყო პირველი, რომელსაც მიანიჭეს ამერიკის საპატიო მოქალაქის წოდება. 2002 წელს BBC-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ის დასახელდა ისტორიაში ყველაზე დიდებულ ბრიტანელად.


უინსტონ ჩერჩილი არასდროს გამოირჩეოდა კარგი ფიზიკური ფორმით ან ჯანმრთელობით, მაგრამ ამის მიუხედავად მან 90 წლის იუბილე აღნიშნა და მასვე ეკუთვნის ფრაზები: „წამართვით სიგარა  და მე თქვენ ომს გამოგიცხადებთ", „თუ გაზეთები დაწერენ, რომ თავი უნდა დავანებო მოწევას, მირჩევნია, კითხვას დავანებო თავი", „ჩემი ხანდაზმულობის გამო სპორტს უნდა ვუმადლოდე, რომლითაც არასდროს დავკავებულვარ".


ჩვენ შევკრიბეთ სერ უინსტონის 40 ბრძნული გამონათქვამი პოლიტიკაზე და ცხოვრებაზე:


თუ ჯოჯოხეთში მიდიხართ - იარეთ გაუჩერებლად.

მტრები გყავს? კარგია. ესე იგი, ცხოვრებაში სადღაც, რაღაც მაინც დატოვე.

ნებისმიერი კრიზისი - ახალი შესაძლებლობების დასაწყისია.

ჭკვიანი ადამიანი არ უშვებს ყველა შეცდომას თვითონ - ის სხვებსაც აძლევს შანსს.

დემოკრატიის წინააღმდეგ საუკეთესო არგუმენტი - 5-წუთიანი საუბარი საშუალო აზროვნების ამომრჩეველთან.

წარმატება - ეს შესაძლებლობაა, გადააბიჯო ერთი წარუმატებლობიდან მეორემდე, ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე.

ფარშავანგი ადის მაღლა, როცა მიფრინავს ქარის საწინააღმდეგოდ და არა მისი მიმართულებით.

სულელია ის ადამიანი, რომელიც არასდროს ცვლის მოსაზრებებს.

როცა არწივები დუმან, თუთიყუშები ტლიკინებენ.

ძალაუფლება - ნარკოტიკია. ვინც ერთხელ მაინც გასინჯა - ყველა მოიწამლა სამუდამოდ.

ცხოვრების განმავლობაში ყველა ადამიანი აწყდება „დიდებულ შანსს". სამწუხაროდ, უმეტესობა ჩვენგანი საერთოდ არ აქცევს მას ყურადღებას და გზას აგრძელებს, თითქოს არაფერი მომხდარა.

არ ისურვოთ ჯანმრთელობა და სიმდიდრე, ისურვეთ იღბალი, „ტიტანიკზე" ხომ ყველანი მდიდრები და ჯანმრთელები იყვნენ, მაგრამ იღბლიანი მხოლოდ რამდენიმე აღმოჩნდა!

ტყუილი ასწრებს ნახევარი მსოფლიოს შემოვლას, მაშინ როცა სიმართლე იცვამს შარვალს.

პოლიტიკა ისეთივე სახიფათო და მძაფრია, როგორც ომი. ომში შეიძლება მოგკლან მხოლოდ ერთხელ, ხოლო პოლიტიკაში - რამდენიმეჯერ.

ჩემი გემოვნება ძალიან მარტივია. ადვილად მაკმაყოფილებს მხოლოდ საუკეთესო.

გინდათ, რომ კამათში თქვენი სიტყვა იყოს ბოლო? მაშინ უთხარით ოპონენტს „ვგონებ, თქვენ მართალი ბრძანდებით".

დიდ უპირატესობას იღებს ის, ვისაც საკმარისად ადრე აქვს დაშვებული შეცდომები, რომლებზეც შეიძლებოდა ესწავლა.

ადამიანებს შესანიშნავად შეუძლიათ შენახვა საიდუმლოების, რომლებიც არ იციან.

მიყვარს ღორები. ძაღლები ქვემოდან ზემოთ გვიყურებენ, კატები - ზემოდან ქვემოთ. მხოლოდ ღორები გვიყურებენ თანაბრად.

ომი - მოვლენა, რომლის დროსაც სხვისი ინტერესების გამო, იხოცება საერთოდ უდანაშაულო ხალხი.

ცხოვრების ყველაზე დიდი გაკვეთილი ის არის, რომ ხანდახან სულელებიც მართლები არიან.

ბევრად უფრო ადვილია ადამიანის ყიდვა, ვიდრე მისი მოკვლა, და საერთოდ ბევრად უფრო კარგია, იყო ნაყიდი, ვიდრე მოკლული.

ერის მართვა უფრო ადვილია, ვიდრე ოთხი შვილის გაზრდა.

ჩვენ ვცხოვრობთ დიდი მოვლენების და პატარა ადამიანების ეპოქაში.

ვერაფრით მოიხვეჭ იმდენ ავტორიტეტს, როგორც სიმშვიდით.

ამერიკელები ყოველთვის პოულობენ ერთ სწორ გადაწყვეტილებას. მას შემდეგ, რაც გამოცდიან ყველა სხვას.

ისწავლეთ ისტორია, ისწავლეთ ისტორია. ისტორიაში იპოვით ყველა პოლიტიკურ საიდუმლოს.

საუკეთესო საშუალება, გააფუჭო ურთიერთობები - დაიწყო მათი გარკვევა.

პარლამენტის მიზანი - შეცვალოს მუშტებით ბრძოლა სიტყვებით.

როცა ორი ჩხუბობს - იმარჯვებს მესამე.

თუ მოკლავთ მკვლელს, მკვლელების რაოდენობა არ შეიცვლება.

პესიმისტი ხედავს სირთულეს ყველა შესაძლებლობაში. ოპტიმისტი ხედავს შესაძლებლობას ყველა სირთულეში.

ვერასდროს  მიაღწევთ დანიშნულების ადგილს, თუ გზაში ყველა მყეფარე ძაღლს ქვებს დაუშენთ.

ერი, რომელიც ივიწყებს წარსულს, კარგავს მომავალს.

ყველაზე დამაბრმავებელ სინათლესაც კი აქვს ჩრდილები.

მე ოპტიმისტი ვარ. ვერ ვხედავ განსაკუთრებულ სარგებელს, რომ ვიყო სხვა რამ.




წყარო: facts.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016