reportiori.ge - მარაბდა – დამარცხება, რომელიც გამარჯვებაზე უკეთესი აღმოჩნდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:25
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
მარაბდა – დამარცხება, რომელიც გამარჯვებაზე უკეთესი აღმოჩნდა!
ავტორი:
08 ივლისი, 2015. 16:04


 

მარაბდის ბრძოლიდან 390 წელი გავიდა!


1625 წლის 1 ივლისს საშინელ სიცხესა და ხვატში, როცა ქართველ გლეხკაცობასთან ერთად ბრძოლის ველზე ცხრა ძმა ხერხეულიძე, ცხრა ძმა მაჩაბელი და შვიდი ჩოლოყაშვილი ჩაკირულიყო, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მთელ მცირე აზიასა და მახლობელ აღმოსავლეთს გიორგი სააკაძეზე უფრო ჭკვიანი, წინდახედული და გამოცდილი სარდალი არ ჰყავდა...


მართალია, მარაბდას ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ, მაგრამ ეს ისეთი მარცხი იყო, ბევრ გამარჯვებას რომ გადასწონის!


მეფე თეიმურაზ პირველს, ზურაბ ერისთავს, მანუჩარ ათაბაგს, ბარათა ბარათაშვილსა და ძმებ მუხრანბატონებს გიორგი სააკაძისა და ბაადურ ციციშვილისათვის რომ დაეჯერებინათ და შეტევაზე გადასვლის ნაცვლად, ქართველების სისხლით ვერგამძღარი შაჰ-აბას პირველის ყორჩიებს, ღულამებსა და ღაზიებს კოჯორ-ტაბახმელას ვიწრობებში დალოდებოდნენ, საქართველოს გამარჯვებას წინ ვერაფერი დაუდგებოდა.


შირვანის ბეგლარბეგ ყაზანხან ჩერქეზთან, ერევნის ბეგლარბეგ ამირგუნე-ხანთან და აზერბაიჯანის ბეგლარბეგ შაჰბენდე-ხანთან ერთად იმ დღეს ქართველების წინააღმდეგ ყიზილბაშთა მხარხდამხარ ორი გადაჯიშებული და სისხლმოწამლული ქართველიც იბრძოდა. ერთი გახლდათ ირანელთა ჯარის მთავარსარდალი, შაჰ-აბასის სიძე, ყორჩიების მეთაური და კახეთის მეფის, ალექსანდრე მეორის გაყიზილბაშებული შვილიშვილი ისა-ხან ყორჩიბაში, ხოლო მეორე - ისპაჰანის ტარუღა ხოსრო-მირზა - მომავალი როსტომ ხანი, რომელმაც ნიჭიერებასთან და სიმამაცესთან ერთად სახელი იმითაც გაითქვა, რომ ცნობილი პედერასტი იყო და მოგვიანებით თბილისში ჩამოთრეული ენით აუწერელ ორგიებს აწყობდა.


მაშ ასე, 1625 წლის 1 ივლისი, მზეზე გაფიცხებული და გავარვარებული ალგეთის ხეობა, სადაც პატრიოტი ქართველები შაჰის რჩეულ მანქურთებთან ერთად სისხლგაწყალებულ და გაპედერასტებულ ქართველებსაც ებრძვიან...


20 ათასი ქართველი ბრდღვინავდა უინიციატივო, ეჭვიანი, უნიჭო, მაგრამ სიმამაცით სახელგანთქმული თეიმურაზ პირველის დროშის ქვეშ, რომელსაც, ერთ ცნობილ ქართველს თუ დავესესხებით, ომში პოეტობა უყვარდა, ხოლო პოეზიაში - ომი!


როგორც მოგახსენეთ, არ დაუჯერეს ბარათაშვილებმა, მუხრანბატონებმა და ერისთავებმა „გლეხუჭა" გიორგი სააკაძეს და ზათქით მიიტანეს იერიში ყიზილბაშთა ბასტიონებზე. ირანელთა 12 ათასი არკებუზი ცეცხლსა და სიკვდილს აფრქვევდა... საქართველოს დროშას ხერხეულიძენი იცავდნენ... გადმოცემის თანახმად, როცა უკანასკნელი, მეცხრე ხერხეულიძე დაეცა და დროშა ძირს დაუშვა, ქართველთა საბრძოლო ბაირაღი ცხრა ძმის დედამ აიტაცა და ააფრიალა...


ისინი სხვა ხერხეულიძენი იყვნენ, სხვა სულისა და გულისანი და სულაც არ ჰგავდნენ მწერლუკა მამუკა ხერხეულიძეს, აღარაფერს ვამბობთ პარლამენტარ ეკა ხერხეულიძეზე, რომელმაც ცხონებული ზვიად გამსახურდიას შინდისფერი დროშა და წმინდა ხსოვნა იმაზე გაცვალა, რომ თანამედროვეობის ფარსადანს - მიხეილ სააკაშვილს დღემდე დიდი რუდუნებით უსუფთავებს და უპრიალებს ჩასვრილ და აყროლებულ ადგილებს!


ზემოთ სისხლგაწყალებული და მამათმავალი ქართველები ვახსენე, რომლებიც მარაბდის ომში საქართველოს წინააღმდეგ ხმალს იქნევდნენ.


ირანელთა მარჯვენა ფლანგს, სწორედ გაყიზილბაშებული და გაპედერასტებული ხოსრო-მირზა, ანუ იგივე ქაიხოსრო ბატონიშვილი სარდლობდა...


თუ ხოსრო-მირზამ მარაბდასთან გვიყელა, ედუარდ შევარდნაძემ 9 აპრილის ღამეს ჯერ რუსთაველის პროსპექტზე „მოგვიკითხა", ხოლო მოგვიანებით აფხაზეთში გამოგვჭრა ყელი. როცა ქართველების სისხლით დაძღნენ და დაოსდნენ, ერთიცა და მეორეც საქართველოსკენ გამოგზავნეს თავიანთმა პატრონებმა.


პირველი 1633 წელს ჯორკიდებულითა და ყიზილბაშთა ლაშქრით ჩამოვიდა თბილისს ირანიდან, ხოლო მეორე 1992 წლის 7 მარტს, თავის ცოლის დაბადების დღეს ჩამოფრინდა მოსკოვიდან - გენერალმა თენგიზ ეპიტაშვილმა და „მხედრიონის" უსტაბაშმა ჯაბა იოსელიანმა ის თვითმფრინავის ტრაპიდან ხელკავით ჩამოიყვანეს!


პირველმა საქართველოში ჩამოსვლისას როსტომ-ხანი დაირქვა, ხოლო მეორემ - ედუარდ-გიორგი.


პირველი 1653 წელს აძაღლდა და ირანში, ქალაქ ყუმში დამარხეს, ხოლო მეორემ 2014 წელს წაიღო წერილი და კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის ეზოშია დასაფლავებული იმის ნიშნად და სიმბოლოდ, რომ კრწანისი საქართველოს უკანასკნელი დიდი ტრაგედიაა, რომლის შემდეგაც ქვეყანა წელში ვერ გაიმართა.


1625 წლის 1 ივლისს მარაბდის ველზე 20 ათასმა ქართველმა სამარცხვინოდ გააქცია 50 ათასზე მეტი ირანელი... ქართველთა გიჟმაჟ შეტევას ვერ გაუძლეს ღულამთა, ყორჩიათა და ღაზიათა ურდოებმა. ყაზახხან ჩერქეზი თავის ჯართან ერთად გაიქცა, ისა-ხან ყორჩიბაშმაც რჩეული ჯარით უკან დაიხია და ქართველები მის ბანაკს დაეპატრონენ, რომელიც უთვალავ სიმდიდრეს იტევდა; დაეცა ირანელთა მარჯვენა ფლანგიც, რომლის სარდალი ხოსრო-მირზა ასევე გაიქცა.


ოთხი ქართველი მღვდელმთავარი - რუის-ურბნისის, ხარჭაშნელი, ალავერდელი და რუსთაველი ეპისკოპოსები ლოცავდნენ ქართველობას ბრძოლის ველზე...


სწორედ რუის-ურბნისის ეპისკოპოსმა, მროველმა დომენტი ავალიშვილმა აზიარა და დალოცა ჯარი...


ხარჭაშნელი და რუსთაველი ეპისკოპოსები ბრძოლის ველზე დაილეწნენ და დაეცნენ, გადმოცემის თანახმად, ხარჭაშნელ ეპისკოპოსს, რომელიც მარაბდის ბრძოლაში ხმლით ხელში იბრძოდა, სხეულიდან ოცზე მეტი ისარი ამოუღეს!


საქართველოს წმინდა სამოციქულო ეკლესიის ნეტარო და კეთილშობილო წევრებო, რომელია თქვენ შორის ხარჭაშნელი ეპისკოპოსი?


სულსწრაფობამ დაგვღუპა 1625 წლის 1 ივლისს.


როცა ავთანდილ სააკაძე და დავით ერისთავი გაქცეულ მტერს დაედევნენ, როცა ქართველები გამარჯვებას ზეიმობდნენ და წესრიგი მოიშალა, სწორედ მაშინ გამოჩნდა აზერბაიჯანის ბეგლარბეგი შაჰბენდე-ხანი, რომელმაც დასვენებული, ხელუხლებელი ლაშქარი ჩააბა ბრძოლაში და ქართული ჯარი გატყდა.


10 ათასი ქართველი და 14 ათასი ირანელი ჩაწვა მარაბდის ველზე. ვერაგმა შაჰმა გაიმარჯვა, მაგრამ ვაი, ასეთ გამარჯვებას - მის არმიას, რომელიც, ფაქტობრივად, განადგურდა, საქართველოში ბრძოლის გაგრძელების თავი აღარ ჰქონდა!


ალგეთის ხეობა შაჰ-აბასის ნაბიჭვრების სასაფლაოდ იქცა და ვისაც საქართველოს ჩასაყლაპად კბილები დღესაც უკაწკაწებს, ალგეთის ჭიუხები დასამიწებლად იმასაც ეყოფა!


სწორედ მარაბდის ბრძოლის შუქზე, იმ გმირთაგმირი ქართველების საფლავებთან შეიქმნა ცნობილი ხალხური ლექსი:


„კიდევაც დაიზრდებიან

ალგეთს ლეკვები მგლისანი;

ისე არ ამოსწყდებიან,

ჯავრი არ შჭამონ მტრისანი!.."


დიდება გიორგი სააკაძის წმინდა დროშასა და ჯავარდენს, რომელიც საქართველოს სიყვარულში გაცვდა!


დიდება მარტყოფისა და მარაბდის გმირებს, რომლებმაც საქართველო გაყიზილბაშებას გადაარჩინგეს!





დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"



 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016