reportiori.ge - რატომ არ უნდა ასწავლო შვილს სხვასთან რაიმეს გაყოფა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 14:41
სხვადასხვა
რატომ არ უნდა ასწავლო შვილს სხვასთან რაიმეს გაყოფა
ავტორი:
08 ივლისი, 2015. 16:05



„რეპორტიორი" გთავაზობთ facts.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიას:


შესაძლოა, სტატიის სათაური საკმაოდ პროვოკაციულია, მაგრამ წასაკითხად ნამდვილად ღირს. ინფორმაცია მიღებულია უცხოური ბლოგისგან, მოდით, გავითვალისწინოთ ჩვენც.


ბაღში ჩემს შვილს ყველასთვის აქვს ერთი წესი: როდესაც ბავშვი თამაშობს რომელიმე სათამაშოთი, მისი წართმევა არავისთვის არ არის დასაშვები, ხოლო თუ მეორე ბავშვს სურს მისი მოპოვება, მან აუცილებლად უნდა მოიცადოს მანამ, სანამ სათამაშო თავისუფალი არ იქნება.


სათამაშო ბავშვის მფლობელობაშია მაშინაც კი, თუ ის გავიდა საპირფარეშოში ან სასადილოში. ამ დროის განმავლობაში ის სულაც არ ნერვიულობს, რომ მისი დაკავებული სათამაშო სხვის ხელში აღმოჩნდება. ეს წესი არა მხოლოდ ბაღის შენობაში მოქმედებს, არამედ მის ეზოშიც. ბავშვი ერთობა საქანელაზე მანამ, სანამ მას ეს არ მობეზრდება.


სიმართლე გითხრათ, არასდროს დამბადებია კითხვა: „რატომ მაინცდამაინც ასეთი წესი?" მე უბრალოდ მივიღე ის, როგორც საჭიროება. ეს წესი ყველა ბავშვს აქვს გათავისებული. როდესაც ჯგუფში მოდიან ახლები, რამდენიმე კვირის განმავლობაში ისინი სხვებს ართმევენ სათამაშოებს, ხოლო ეს თუ ვერ მოახერხეს, საკმაოდ დიდ აჟიოტაჟს ქმნიან. გარკვეული დროის შემდეგ ყველაფერი თავის კალაპოტში დგება და ბავშვები ჩარჩოებში ექცევიან.


აი თქვენ ერთი მაგალითი. დედა და მისი ორი წლის შვილი სკვერში სეირნობდნენ. ბავშვს თან წაღებული ჰქონდა საყვარელი სათამაშო (მანქანა). უეცრად, მასზე უფროსი, უცნობი ბავშვი, რომელსაც ძალინ მოეწონა ეს მანქანა, მივიდა მასთან და სათამაშოს წართმევას ეცადა. რა თქმა უნდა, დაიწყო ჩხუბი, ამას მოჰყვა ისტერიკა. ამ დროს იმ ბავშვის დედა, რომელსაც სათამაშოს წართმევა სურდა, შვილს ეუბნება: „არ ინერვიულო,  შვილო, როგორც ჩანს, მშობლებს მისთვის არ უსწავლებიათ სხვისთვის რაიმეს გაყოფა". როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა პატარა ბავშვის უარი სრულიად ნორმალური? მან ხომ საკუთარი მანქანა წამოიღო იმისთვის, რომ სკვერში ეთამაშა? იქნებ უფროსი ბავშვის მშობელს არ უსწავლებია შვილისთვის, საკუთრების წართმევა ან სხვისი ნივთის აღება რომ არ შეიძლება?


ასეთი ისტორიები, რომლებიც ნებისმიერი სახლის ეზოში ხდება, - გაკვეთილია არა მხოლოდ მშობლებისთვის, არამედ ბავშვებისთვისაც. ასე ისინი იგებენ, რომ დედამიწა მხოლოდ მათ გარშემო არ ბრუნავს.


თუ თქვენ ეთანხმებით ამ მოსაზრებას, დაიმახსოვრეთ ეს მომავლისთვის. ზოგიერთ ჩვენგანს ჯერ კიდევ ვერ უსწავლია მოცდა. თქვენ ერთხელ მაინც ხომ გიცდიათ ურიგოდ გასვლა? აგრეთვე საკმაოდ ხშირადაც აგვიღია დაუკითხავად ჩვენი ნაცნობების ნივთები, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ის მოგვეწონა, გვსურდა მისი ახლოდან დანახვა და ხელით შეხება.


ეს არ იქნება ადვილი, როგორც სხვა აღმზრდელობითი წესები, მაგრამ იქნებ ჯობდეს, ვცადოთ და გამოვასწოროთ, რადგან ეს ძალიან ხშირად ხდება, ჩვენ კი მუდამ გვერდით არ ვეყოლებით დასახმარებლად. მოდით, ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, რომ ისინი შეძლებენ მიიღონ, რაც მათ სურთ, ოღონდ მოთმენისა და შრომისმოყვარეობის შედეგად.




წყარო: facts.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016