reportiori.ge - თედო ჯაფარიძე: ჩემი ქვეყნის მიზანია გაძლიერდეს ეუთო ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:32
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
თედო ჯაფარიძე: ჩემი ქვეყნის მიზანია გაძლიერდეს ეუთო ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობაა
ავტორი:
08 ივლისი, 2015. 19:29

 

 

ორმოცი წლის წინ ზაფხულში ჰელსინკში, 35 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები შეიკრიბნენ ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის შესახებ კონფერენციის საბოლოო აქტზე ხელმოსაწერად. ამ მოვლენის შემდგომ საკმაოდ რთული მოლაპარაკებები დაიწყო ჟენევაში, რომელიც 2 წელზე მეტხანს გაგრძელდა.


ზუსტად არავინ იცოდა, თუ რა შედეგით დასრულდებოდა ეს მოლაპარაკებები, რომელიც 1955 წლის ე. წ. "საბჭოთა სამშვიდობო გეგმას" ეფუძნებოდა, გეგმას, რომელსაც დასავლეთი 20 წლის წლის განმავლობაში რეგულარულად უარყოფდა. მაგრამ 20 წლის შემდგომ მას შემდეგ, რაც გაფორმდა დასავლეთ ბერლინის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმება და დაიწყო საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვის ერა, ამ პროექტს ახალი სულისკვეთება მიეცა.


ჰელსინკის საბოლოო აქტის გენიალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ ის საკმარისად ყოვლისმომცველი იყო იმისთვის, რომ მასში ფაქტიურად ყველა მონაწილის მიზანი ასახულიყო, და ამასთან, საკმარისად ქმედითი იყო იმ მხრივ, რომ ევროპისთვის ახალი უსაფრთხოების სტრუქტურის გეგმა შეეთავაზებინა. ჰელსინკის აქტის ძირითადი პრინციპები დღესაც რჩება ძალაში, როგორც თამაშის შეთანხმებული წესები ევროპაში ერებს შორის ურთიერთობისთვის თუმცა მას  ჯერ კიდევ არ გაუმყარებია საფუძველი სტაბილური მშვიდობისა და საყოველთაო თავისუფლებისათვის. 


ჩემი ქვეყანა, მაგალითად, არც კი არსებობდა როგორც სუვერენული სახელმწიფო, როდესაც ჰელსინკის საბოლოო აქტს მოეწერა ხელი. ჩვენ ქმედით დემოკრატიას, მის საწყის ეტაპს მხოლოდ 2012 წელს მივაღწიეთ და ეს მოხდა ავტორიტარული რეჟიმის დასრულების შედეგად, 20 წლის შემდეგ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან. ამგვარად, საბოლოო აქტმა მისი მიღებიდან 37 წლის შემდგომ ხორცი შეასხა ჩვენს ოცნებას უკეთეს მომავალზე. დღეს, კიდევ ერთხელ, და ისე როგორც არასდროს, ეს ორმოცი წლის იუბილე ჩვენ გვიმტკიცებს საერთო პრინციპების რეალიზმს, კერძოდ, იმ ფაქტს, რომ უსაფრთხოება მხოლოდ იმ შემთხვევაში არსებობს, თუ ის საერთოა ყველასთვის და ეფუძნება სისტემას, რომელიც თანასწორთა შორის საყოველთაო თანამშრომლობის  პრინციპებზეა აგებული.


ჰელსინკის საბოლოო აქტში, უპირველეს ყოვლისა, მკაფიოდ და პირდაპირ არის ნათქვამი, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ სახელმწიფოები. ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ეს მკაფიოობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. თანამედროვე ტექნიკური საშუალებები ე.წ. "ჩრდილოვანი კონცეფციების" არსებობის შესაძლებლობას იძლევა. სულ უფრო მეტად, ჩვენ მომსწრენი ვხდებით კონფლიქტების, რომელიც საბრძოლო მოქმედებებით ღვივდება, ომის გამოცხადების გარეშე. ასე მოხდა საქართველოში 2008 წელს და ასე ხდება დღეს უკრაინაში. ჩვენ მომსწრენი ვხვდებით არასამხედრო პირების აქტიურობისა, მაგალითად უკრაინაში, რომლებიც „გულის ძახილს" პასუხობენ; ჩვენ გვყავს არასახელმწიფო მოთამაშეები, რომლებიც საინფორმაციო ომს აწარმოებენ, ჩვენ გვაქვს უპასუხისმგებლო სამხედრო დანაყოფები, რომლებიც ჟენევის კონვენციებს მასხრად იგდებენ და ფეხქვეშ თელავენ.


ომისთვის მიზნისა და საშუალების „არაღიარების" ეს მზარდი დონე  ძირს უთხრის დიპლომატიისა და კონფლიქტების მენეჯმენტის პარადიგმას, რომლის შუაგულშიც დამკვირვებელთა და მონიტორინგის მისიები იმყოფებიან. თუკი ნორმებს არ ვცემთ პატივს, ეს ნორმები ვერ იქნება გამოყენებული ჩვენს მიმართ; თუ ჩვენ დიპლომატიის თითოეულ ცნებას უარვყოფთ, ადრე თუ გვიან იძულებულნი გავხდებით იმ ძალებს გავუმკლავდეთ, რომლებიც ჩვენვე გამოვიწვიეთ.


ჩემი ქვეყნის მიზანია გაძლიერდეს ეუთო ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობაა. ნაცვლად „გამოჩენილ პიროვნებებათა" დისკუსიებისა, რომლებიც ოცნებობენ ახალ უსაფრთხოების სისტემებზე, ჩვენ გვსურს კონცენტრაცია მოვახდინოთ იმ პრინციპების აქტიურ შესრულებაზე, რომლებიც უკვე შემუშავებული გვაქვს. მაგალითად, ძალიან მნიშვნელოვანი ხდება მონიტორინგი, რომელიც კონფლიქტებს არ შეეხება, თუმცა ეს მეტად რთული და ძვირადღირებული ამოცანაა. ჩვენ ახალი გარემოებების გათვალისწინებით,  ასევე, გვჭირდება „კონფლიქტის ციკლის" უკეთ გაგება, რაც შექმნილია არასახელმწიფო მოთამაშეთა მიერ, რომლებიც არანაირ წესებს და პრინციპებს არ იცავენ. ამ ფენომენთან დაკავშირებით საქართველოში დიდი გამოცდილება გვაქვს. 


საკითხი ისე კი არ დგას, რომ დაისაჯოს ეუთოს წევრი რომელიმე ქვეყანა, არამედ მთავარი ისაა, რომ დავამტკიცოთ ჩვენი ერთგულება უსაფრთხოების არქიტექტურის მიმართ, რომელიც თანასწორთა შორისაა გაზიარებული. 1975 წელს შეთანხმებული იქნა, რომ სწორედ ჩვენი გახლეჩილობის გამო ევროპაში გვჭირდება ერთიანი უსაფრთხოების სტრუქტურა. მოდით დღეს ამაზე ნაკლებად არაფერი მოვთხოვოთ ეუთოს წევრ თითოეული სახელმწიფოს, ეუთოს წევრი თითოეული სახელმწიფოსთვის.

 

 


პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ფაფარიძის გამოსვლა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ჰელსინკში 

 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016