reportiori.ge - 14 ივლისს NASA-ს ხომალდი „ნიუ-ჰორაიზონსი“ პლუტონს ყველაზე ახლო „წერტილიდან" გადაიღებს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 14:56
სხვადასხვა
14 ივლისს NASA-ს ხომალდი „ნიუ-ჰორაიზონსი“ პლუტონს ყველაზე ახლო „წერტილიდან" გადაიღებს...
ავტორი:
09 ივლისი, 2015. 02:42


 

დავით ივერიელი NASA-ს უახლესი მიღწევის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.


NASA ვარაუდობს, რომ 14 ვილისს, მის მიერ გაშვებული ხომალდი პლანეტა პლუტონთან რეკორდულად ახლოს მივა, რაც ასტროლოგიის მეცნიერებაში  ბოლო დროის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება.



„წელს, 14 ივლისი განსაკუთრებული დღე იქნება კაცობრიობის ისტორიაში. არა მარტო იმიტომ, რომ ეს ბასტილიის აღების თარიღია, რომელმაც 225 წლის წინ შეცვალა ადამიანის მსოფლმხედველობა, არამედ იმიტომაც, რომ უცნაური დამთხვევით, ეს თარიღი ასეთივე მნიშვნელობის ღრმა ცვლილებების საფუძველი გახდება მომავლისთვის. ოღონდ, ამჯერად, საქმე მეცნიერებას ეხება. ამ დღეს NASA-ს მიერ გაშვებული ხომალდი „ნიუ-ჰორაიზონსი" ყველაზე ახლოს მივა პლუტონთან, მზის სისტების ყველაზე შორეულ ობიექტთან და პირველად დედამიწის ისტორიაში პასუხი გაეცემა ბინდით მოცულ ბევრ კითხვას.


სულ რამდენიმე საათის წინ კი NASA-მ გამოაქვეყნა ეს სურათი. 9 წლიანი მოგზაურობის შემდეგ „ნიუ ჰორაიზონსმა" დაფარა 4 828 032 000 კმ და 7 ივლისს გადაიღო პლუტონის ეს ფოტო 8 მილიონი კმ-ის დისტანციიდან, რომელიც NASA-მ 8 ივლისს მიიღო და რამდენიმე საათის წინ დადო თავის ვებ გვერდზე.


„ნიუ ჰორაიზონსი" განაგრძობს პლუტონთან მიახლოვებას. 14 ივლისს იქნება დრამატული მომენტი, როდესაც ხომალდი ყველაზე ახლო „წერტილიდან" გადაიღებს ამ იდუმალებით მოცულ ციურ სხეულს. „შემდეგი ფოტოები ამაზე 500-ჯერ უფრო მკვეთრი იქნება, ეს საოცრებაა!" - ამბობს ჯეფ მური, გეოლოგი, გეოფიზიკოსი და NASA-ს წარმომადგენელი დართულ ვებ-გვერდზე.

 

 

http://www.nasa.gov/feature/nasa-s-new-horizons-a-heart-from-pluto-as-flyby-begins



(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016