დავით ივერიელი NASA-ს უახლესი მიღწევის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
NASA ვარაუდობს, რომ 14 ვილისს, მის მიერ გაშვებული ხომალდი პლანეტა პლუტონთან რეკორდულად ახლოს მივა, რაც ასტროლოგიის მეცნიერებაში ბოლო დროის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება.
„წელს, 14 ივლისი განსაკუთრებული დღე იქნება კაცობრიობის ისტორიაში. არა მარტო იმიტომ, რომ ეს ბასტილიის აღების თარიღია, რომელმაც 225 წლის წინ შეცვალა ადამიანის მსოფლმხედველობა, არამედ იმიტომაც, რომ უცნაური დამთხვევით, ეს თარიღი ასეთივე მნიშვნელობის ღრმა ცვლილებების საფუძველი გახდება მომავლისთვის. ოღონდ, ამჯერად, საქმე მეცნიერებას ეხება. ამ დღეს NASA-ს მიერ გაშვებული ხომალდი „ნიუ-ჰორაიზონსი" ყველაზე ახლოს მივა პლუტონთან, მზის სისტების ყველაზე შორეულ ობიექტთან და პირველად დედამიწის ისტორიაში პასუხი გაეცემა ბინდით მოცულ ბევრ კითხვას.
სულ რამდენიმე საათის წინ კი NASA-მ გამოაქვეყნა ეს სურათი. 9 წლიანი მოგზაურობის შემდეგ „ნიუ ჰორაიზონსმა" დაფარა 4 828 032 000 კმ და 7 ივლისს გადაიღო პლუტონის ეს ფოტო 8 მილიონი კმ-ის დისტანციიდან, რომელიც NASA-მ 8 ივლისს მიიღო და რამდენიმე საათის წინ დადო თავის ვებ გვერდზე.
„ნიუ ჰორაიზონსი" განაგრძობს პლუტონთან მიახლოვებას. 14 ივლისს იქნება დრამატული მომენტი, როდესაც ხომალდი ყველაზე ახლო „წერტილიდან" გადაიღებს ამ იდუმალებით მოცულ ციურ სხეულს. „შემდეგი ფოტოები ამაზე 500-ჯერ უფრო მკვეთრი იქნება, ეს საოცრებაა!" - ამბობს ჯეფ მური, გეოლოგი, გეოფიზიკოსი და NASA-ს წარმომადგენელი დართულ ვებ-გვერდზე.
http://www.nasa.gov/feature/nasa-s-new-horizons-a-heart-from-pluto-as-flyby-begins
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)