გიორგი, ნიკოლოზი, მარიამი, ნინო, ბარბარე - სახელები, რომლებიც ყოველ წელს ქალისა და კაცის ყველაზე გავრცელებული სახელების ათეულის პირველ პოზიციებს იკავებს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2014 წელს ახალშობილ ვაჟთა და გოგონათა ყველაზე გავრცელებული სახელებია:
გიორგი 2 644, ნიკოლოზი 2 329, ანდრია 1 912, გაბრიელი 1 720, ლუკა 1 566, საბა 1 302, დავითი 1 224, ალექსანდრე 1 145, მათე 862, დემეტრე 837.
მარიამი 3 346, ბარბარე 2 240, ელენე 1 966, ანასტასია 1 831, ნინო 1 124, ნია 893, ანა 869, ლიზი 811, ნინი 512, თამარი 469.
გიორგი - ბერძნული სახელი გეორგიოს-იდან მომდინარეობს და მიწათმოქმედს, მხვნელ-მთესველს ნიშნავს.
ნიკოლოზი - ბერძნულად გამარჯვებათა მხილველს ნიშნავს.
ანდრია - ბერძნული წარმომავლობის სახელი ნიშნავს მამაცს, ვაჟკაცს, მხნეს.
გაბრიელი - ღვთის მცველი, ღვთის კაცი.
ლუკა - ლათინურად ბრწყინვალეს, მანათობელს ნიშნავს.
საბა - ბერძნულად თავისუფლებას მოკლებული.
დავითი - ებრაულად საყვარელს, სასურველს, წინამძღოლს ნიშნავს.
ალექსანდრე - ბერძნულად მხნე, მამაცი, ხალხის მცველი.
მათე - ებრაულად ღვთის კაცი.
დემეტრე - ბერძნულად მიწის მუშა.
რაც შეეხება გოგონების ყველაზე გავრცელებული სახელების მნიშვნელობას, მარიამი ებრაული წარმოშობის სახელია და შეუპოვარს, დაუმორჩილებელს ნიშნავს.
ბარბარე - ბერძნული სახელის ბარბარა-ს ქართული ვარიანტი, რომელიც ნიშნავს უცხოს, უცხოელს.
ელენე - ბერძნულად მანათობელი, რჩეული.
ანასტასია - ბერძნულად მკვდრეთით აღმდგარს, სიცოცხლეს დაბრუნებულს ნიშნავს.
ნინო - სახელის ეტიმოლოგია დაუდგენელია. ზოგიერთის აზრით, შესაძლოა უკავშირდებოდეს ასირიული ნაყოფიერების ღვთაების სახელს ნინ-ს (მისგან მომდინარეობს ასირიის დედაქალაქის სახელწოდება ნინევია). ნინო ამ ფორმით მხოლოდ ქართულ სახელებში გვხდება და ქართულ სახელს წარმოადგენს.
ნია - ქართული, ნინოს კნინობითი ფორმა.
ანა - ბერძნული და ებრაული სახლებიდან წარმომდგარია და ნიშნავს სასურველს, სანდომიანს.
ლიზი - ელისაბედის შემოკლებული ვერსიაა, ელისაბედი კი ებრაული სახელია და საღვთო ფიცს, ღვთის დაპირებას ნიშნავს.
ნინი - ნინო-ს მოფერებითი ფორმა.
თამარი - ქართული სახელი, რომელიც წარმოშობით სემიტურ ენებს, კერძოდ ძველ ებრაულს უკავშირდება და "ფინიკის პალმას" ნიშნავს.
ბიჭებისა და გოგონების ყველაზე გავრცელებული სახელების სტატისტიკა წლების მიხედვით, სერვისების განვითარების სააგენტოს მიხედვით ასე გამოიყურება:
2010 წელი
გიორგი - 3701 მარიამი - 4847
ნიკოლოზი - 3056 ნინო - 2640
დავითი - 1606 ანასტასია - 1753
ანდრია - 877 ანა - 1737
ალექსანდრე - 743 ელენე - 1715
სანდრო - 617 ლიზა - 1686
ნიკა - 596 ბარბარე - 1309
დემეტრე - 426 თამარი - 713
ირაკლი - 395 სალომე - 559
დაჩი - 359 ნია - 536
2011 წელი
გიორგი - 3439 მარიამი - 4148
ნიკოლოზი - 2937 ნინო - 2202
დავითი - 469 ბარბარე - 1794
ანდრია - 1185 ელენე - 1710
ალექსანდრე - 821 ანასტასია - 1597
სანდრო - 569 ანა - 1561
გაბრიელი - 553 ლიზა - 1321
დემეტრე - 448 ნია 651
ნიკა - 439 თამარი - 608
ილია - 417 სალომე 516
2012 წელი
გიორგი - 3078 მარიამი - 3725
ნიკოლოზი - 2794 ბარბარე - 2217
ანდრია - 1624 ნინო - 1900
დავითი - 1356 ანასტასია - 1848
ალექსანდრე - 962 ელენე - 1679
სანდრო - 619 ანა - 1347
გაბრიელი - 614 ლიზა - 1094
დემეტრე - 555 ნია - 736
ილია - 472 ნატალია - 529
დაჩი - 359 თამარი - 516
2013 წელი
გიორგი - 2885 მარიამი - 3533
ნიკოლოზი - 2703 ბარბარე - 2392
ანდრია - 1816 ანასტასია - 1902
დავითი - 1352 ელენე - 1824
ალექსანდრე - 1063 ნინო - 1750
გაბრიელი - 949 ანა - 1381
დემეტრე - 746 ლიზა - 1061
სანდრო - 709 ნია - 821
ილია - 457 თამარი - 556
ნიკა - 376 ნატალია - 521
რაც შეეხება საქართველოში ყველაზე გავრცელებულ გვარებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიხედვით, გვარების ათეული ასე გამოიყურება:
ბერიძე - 28 548,
მამედოვი - 28 118,
კაპანაძე - 19 050,
ალიევი - 19 013,
გელაშვილი - 18 215,
მაისურაძე - 16 192,
გიორგაძე - 14 075,
ლომიძე - 13 018,
წიკლაური - 12 974,
ბოლქვაძე - 12 445.
წყარო: AMBEBI.GE
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)