reportiori.ge - ალექსანდრე მეტრეველს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ გოტფრიდ ფონ კრამის ჯილდო გადასცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 23:24
სპორტი
ალექსანდრე მეტრეველს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ გოტფრიდ ფონ კრამის ჯილდო გადასცა
ავტორი:
09 ივლისი, 2015. 10:43


ყველა დროის უძლიერესი ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი კიდევ ერთხელ დააფასეს: ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ITF) მას გოტფრიდ ფონ კრამის ჯილდო გადასცა!


დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება უიმბლდონის ტურნირის მსვლელობისას გაიმართა. ალექსანდრე მეტრეველს პრიზი ITF-ის პრეზიდენტმა ფრანჩესკო რიკი ბიტიმ გადასცა.


ITF-მ მეტრეველი ხსენებული თასით დევისის თასზე წარმატებული თამაშისთვის დააჯილდოვა. 60-70-იანი წლების საბჭოეთის პირველმა ჩოგანმა 1963-1979 წლებში დევისის თასზე 105 შეხვედრა გამართა და 80 მოიგო, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია ტურნირის ისტორიაში.


გოტფრიდ ფონ კრამი, ვის სახელსაც ატარებს ქართველი ჩოგბურთელისთვის გადაცემული ჯილდო, თავის მხრივ, გერმანიის ნაკრების რეკორდსმენი გახლდათ დევისის თასზე - 82 მოგება 19 მარცხის წილ (1932-1953).




წყარო: heretifm.com



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016