თუ გინდათ, მოგზაურობისას, ადგილობრივი მოსახლეობა მეგობრულად მოგექცეთ, ეს სია შეინახეთ და საჭიროებისას გაითვალისწინეთ:
საფრანგეთი
არ ისაუბრო ფულზე.
ინდოეთი
საზოგადოებაში მოფერება და კოცნა დაუშვებელია.
იაპონია
მიმტანებს გადაუხადეთ ზუსტად.
მექსიკა
არ გეწყინოთ ადგილობრივების ხუმრობა.
თურქეთი
არ გამოიყენოთ OK-ის აღმნიშვნელი ნიშანი, – აქ ეს უცენზურო ჟესტია.
ნორვეგია
არ იკითხოთ დადიან თუ არა ნორვეგიელები ეკლესიაში.
დიდი ბრიტანეთი
ინგლისელს არ ჰკითხოთ რამდენი აქვს ხელფასი.
ირლანდია
არ ეცადოთ ირლანდიული აქცენტით საუბარს.
კენია
მოსაუბრეს, სახელით, პირველმა არ მიმართოთ.
გერმანია
დაბადების დღე დროზე ადრე არ მიულოცოთ.
ჩილე
ხელით არ ჭამოთ.
სინგაპური
არ ჭამოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
აშშ
მომსახურების სფეროს წარმომადგენლებს ყოველთვის ცოტა ზედმეტი გადაუხადეთ.
ჩინეთი
არ აჩუქოთ საათი ან ქოლგა.
ახალი ზელანდია
არ დაასიგნალოთ, აქ ეს შეურაცხყოფად აღიქმება.
სპეციალურად საიტისთვის
თარგმნა თამაზ ჩიქვანაიამ