reportiori.ge - მოძრაობა „ეროვნულების“ წარმომადგენლებმა წალენჯიხაში, 1992 წლის 6 ივლისს დაღუპულ მამულიშვილებს პატივი მიაგეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:08
რეგიონები
მოძრაობა „ეროვნულების“ წარმომადგენლებმა წალენჯიხაში, 1992 წლის 6 ივლისს დაღუპულ მამულიშვილებს პატივი მიაგეს
ავტორი:
09 ივლისი, 2015. 12:01


მოძრაობა „ეროვნულები" განცხადებას ავრცელებს:


„1992 წლის 6 ივლისს უდიდესი ტრაგედია დატრიალდა სამეგრელოში, კერძოდ წალენჯიხაში, როდესაც შევარდნაძის რეჟიმის მიერ შეიარაღებული შეტაკება მოხდა „მხედრიონის" კრიმინალური  ბანდებსა  და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, რის გამოც დაიღუპნენ უდანაშაულო, მშვიდობიანი  ადამიანები, ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების მებრძოლები. შევარდნაძის ხუნტის მიერ ფაქტიურად მთლიანი რაიონის დარბევა მოჰყვა, გადამწვარი საცხოვრებელი სახლები, დახვრეტილი მშვიდობიანი ადამიანები, დარბეული წალენჯიხის ტაძარი..." - ნათქვამია განცხადებაში.


2015 წლის 6 ივლისს მოძრაობა „ეროვნულების" მიერ ჩატარდა ამ დღისადმი მიძღვნილი აქცია. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასულმა ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს დაცემულ მამულიშვილებს მემორიალთან, რომელიც წალენჯიხის ცენტრში დაიდგა. რაიონის კულტურის სახლში მოძრაობა „ეროვნულებმა" დაღუპულ გმირთა ოჯახის წევრებს გადასცეს სპეციალური სიგელები და ორდენები. სიტყვით გამოვიდნენ სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე, მოძრაობა „ეროვნულების" თავმჯდომარე კახა მიგინეიშვილი, მოძრაობა „ხსოვნის" ხელმძღვანელი მადონა მაქაცარია,  ეროვნული მოძრაობის ადგილობრივი წარმომადგენლები.


 

 

 

 

 

 

 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016