reportiori.ge - „არა ომს - ვითამაშოთ რაგბი!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 23:24
სპორტი
„არა ომს - ვითამაშოთ რაგბი!“
ავტორი:
09 ივლისი, 2015. 12:26


18 ივლისს ქ. ლვოვში ქართველი ვეტერანი მორაგბეები უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გამართულ ამხანაგურ მატჩზე  უკრაინელ ვეტერან მორაგეებს  შეხვდებიან!

 

მეხუთე თვეა, რაც საქართველოს ვეტერან მორაგბეთა გაერთიანება „მისიონერები" ჩამოყალიბდა, რომელთან არსებული იმავე სახელწოდების ვეტერან მორაგბეთა გუნდის ძირითადი ბირთვი საქართველოს ერთ-ერთი ტიტულოვანი რაგბის კლუბ „ლელოს" ყოფილი მორაგბეებისაგან შედგება. როგორც გუნდის კაპიტანი ბუკა კობეშავიძე აცხადებს, გუნდის დასახელება „მისიონერები" სწორედ მათ მიერ საკუთარ თავზე აღებული მისიისაგან მომდინარეობს:


„ჩვენი მიზანია რაგბის პოპულარიზაცია როგორც საქართველოს რეგიონებში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ასევე გვაქვს საქველმოქმედო პროგრამაც. ყოველი თამაშიდან შემოსული თანხა გადაირიცხება იმ ბავშების დასახმარებლად, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირება", - აცხადებს კობეშავიძე.


„არა ომს, ვითამაშოთ რაგბი" - აღნიშნული სლოგანით „მისიონერები" ამა წლის 16 ივლისს მიემგზავრებიან უკრაინაში, ქალაქ ლვოვში, სადაც  18 ივლისს ქართველი ვეტერანი მორაგბეები უკრაინელ ვეტერან მორაგეებს შეხვდებიან. მათი მხარდამჭერია უკრაინაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლობა და ქ. ლვოვის მერია.  ქართველ და უკრაინელ ვეტერან მორაგბეთა თამაშს გააშუქებს უკრაინული მასმედია.


„გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ  ovali.ge-ს გაწეული დახმარებისათვის. ასევე სამშობიარო სახლ „იმედის კლინიკას", რომელიც „მისიონერების" სპონსორია. ისინი არა მხოლოდ ერის გამრავლებაზე, არამედ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და სპორტის პოპულარიზაციაზე ზრუნავენ. აღნიშნული ტიპის თამაშები პერმანენტული ხასიათის იქნება როგორც საქართველოს რეგიონებში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც", - აცხადებს გუნდის კაპიტანი ბუკა კობეშავიძე.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016