reportiori.ge - საქველმოქმედო აქცია ვაზიანის დასახლებაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 05:59
რეგიონები
საქველმოქმედო აქცია ვაზიანის დასახლებაში
ავტორი:
09 ივლისი, 2015. 12:52


8 ივლისს „ქართული მისიის" გამგეობის წევრებმა გიორგი ზარნაძემ, არჩილ შველიძემ და დავით ონიანმა გამართეს შეხვედრა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაში შემავალ ვაზიანის ე.წ. სამხედრო დასახლებაში.


„ქართული მისიის" წევრებმა ჩაატარეს მცირემასშტაბიანი საქველმოქმედო აქცია და ვაზიანის მცხოვრებლებს დაურიგეს კომპანია „ავერსის" მიერ შემოწირული მედიკამენტები უფასოდ.

 

„ქართული მისია" მადლობას უცხადებს საქველმოქმედო ფონდ „ავერსს", მის დამფუძნებელს ბ-ნ პაატა კურტანიძეს და მის დირექტორს ქ-ნ ქეთი ნემსაძეს. „ქართული მისია" აფასებს „ავერსის" მიერ გაწეულ მხარდაჭერას და მოუწოდებს სხვა ორგანიზაციებსაც, ჩაერთონ საქველმოქმედო საქმიანობაში მათ მსგავსად. გუშინდელი აქციის ფარგლებში „ქართულმა მისიამ" მოსახლეობას დაურიგა საქველმოქმედო ფონდ „ავერსის" მიერ შემოწირული 1000 ლარამდე ღირებულების მედიკამენტები. „ქართული მისიის" გამგეობამ ასევე გადაწყვიტა, მის პარტნიორ ორგანიზაცია „პენსიონერთა, ინვალიდთა და ხანდაზმულთა კავშირთან" ერთად ჩაატაროს კიდევ ერთი საქველმოქმედო აქცია, რომლის ფარგლებშიც ვაზიანის დასახლების მცხოვრებლები მიიღებენ უფასო სამედიცინო კონსულტაციებსა და გამოკვლევას. ზ/ა აქცია „ქართული მისიის" მიერ ჩატარდება მიმდინარე წლის 18 ივლისს. მოსახლეობასთან შეხვედრისას „ქართული მისიის" წევრებმა გამოკვეთეს მრავალი სოციალური და სამართლებრივი პრობლემები, რომლებიც აწუხებთ ვაზიანის მცხოვრებლებს. ვაზიანის დასახლებაში სხვადასხვა სახის ფართომასშტაბიანი და უმძიმესი პრობლემატიკის აღმოჩენის შემდეგ, „ქართული მისიის" გამგეობის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციაში შეიქმნა შიდა სპეციალური სამუშაო ჯგუფი ოთხი წევრის შემადგენლობით, რომელსაც უხელმძღვანელებს „ქართული მისიის" ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე გიორგი ჩიქოვანი. აღნიშნული ჯგუფი უახლოესი დღეების განმავლობაში დეტალურად შეისწავლის ვაზიანის დასახლებაში არსებულ სავალალო მდგომარეობას და ინფორმაციას მიაწვდის როგორც ხელისუფლებას, ასევე მედიასაშუალებებს. ზ/ა სპეციალური ჯგუფი ასევე შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას, რათა უახლოეს მომავალში აღმოფხვრილ იქნას ვაზიანში არსებული რთული ხასიათის პრობლემები", - ნათქვამია „ქართული მისიის" განცხადებაში. 


 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016