reportiori.ge - საია წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას დააკვირდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 14:05
პოლიტიკა
საია წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას დააკვირდება
ავტორი:
23 ივლისი, 2013. 19:54

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" გორის ოფისში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის განხორციელების საკითხზე იმსჯელეს. შეხვედრას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. „საიას" რეგიონალური ხელმძღვანელის, ქეთი ბებიაშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში მისი ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას პოლიტიკური პარტიების მიერ ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტებს და მათზე სამართლებრივ რეაგირებას დაუთმობს. გორში წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებიც" დააკვირდება.

გორის გამგებლის მოადგილის, ნინო წეწვაძის განცხადებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა.  „საიას" რეგიონალური ხელმძღვანელი კი იმედს გამოთქვამს, რომ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და პოლიტიკური ნიშნით დევნა არ იქნება. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016