reportiori.ge - სწრაფად გარუჯვისა და მისი შენარჩუნების 15 მეთოდი...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 15:03
სხვადასხვა
სწრაფად გარუჯვისა და მისი შენარჩუნების 15 მეთოდი...
ავტორი:
10 ივლისი, 2015. 03:46




წინ ნანატრი შვებულებაა და ყველას სურს, იქიდან ლამაზი რუჯით დაბრუნდეს. ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ, სწრაფად გაირუჯოთ და რაც შეიძლება, დიდხანს შეინარჩუნოთ ბრინჯაოსფერი კანი!


1.            წასვლამდე ერთი ან ორი კვირით ადრე სისტემატურად გამოიყენეთ დილიკატური სკრაბი ან რაიმე შინაური პილინგი. კანის მკვდარი უჯრედები რუჯს არათანაბარს და ულამაზოს ხდის.


2.            დაიწყეთ A და E ვიტამინების მიღება, კომპლექსურად ან ცალ-ცალკე. ვიტამინი A მელანინის გამოყოფას უწყობს ხელს, შესაბამისად, სწრაფად მოგეკიდებათ რუჯი; ხოლო ვიტამინი E არბილებს და ატენიანებს კანს, რაც დაგეხმარებათ, ლამაზად და თანაბრად გაირუჯოთ.


3.            სვით სტაფილოს წვენი, რომელიც მდიდარია ბეტა-კაროტინით, რაც მელანინის გამოყოფას უწყობს ხელს. დაიმახსოვრეთ, რომ ბეტა-კაროტინი ცხიმში იხსნება, ამიტომაც ორგანიზმის მიერ მის შესათვისებლად წვენში უმჯობესი იქნება, თუ დაამატებთ ნაღებს ან ერთ ჩაის კოვზ ზეითუნის ზეთს.


4.            იმისათვის, რომ სწრაფად გაირუჯოთ, არ არის აუცილებელი, საათობით იწვეთ (იდგეთ) მზეზე. მზე ყველაზე კარგად მოძრაობის დროს მოგეკიდებათ. ითამაშეთ, ირბინეთ, იმხიარულეთ და მზე ამ დროს თავის საქმეს გააკეთებს.


5.            თუ გსურთ, რომ არა მხოლოდ სწრაფად, არამედ ლამაზად და ჯანმრთელად გაირუჯოთ, მზეზე დილის 11-12 საათზე და დღის 16 საათის შემდეგ იყავით და აუცილებლად გამოიყენეთ მზის დამცავი კრემი!


6.            სწრაფად გარუჯვაში ბრინჯაოს შემცველი საშუალებებიც დაგეხმარებათ. ეს არა ავტორუჯი, არამედ სპეციალური ლოსიონები ან კრემებია, რომლებიც მელატონინის გამოსამუშავებელ კომპონენტებს შეიცავს.




www.marao.ge



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016