წინ ნანატრი შვებულებაა და ყველას სურს, იქიდან ლამაზი რუჯით დაბრუნდეს. ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ, სწრაფად გაირუჯოთ და რაც შეიძლება, დიდხანს შეინარჩუნოთ ბრინჯაოსფერი კანი!
1. წასვლამდე ერთი ან ორი კვირით ადრე სისტემატურად გამოიყენეთ დილიკატური სკრაბი ან რაიმე შინაური პილინგი. კანის მკვდარი უჯრედები რუჯს არათანაბარს და ულამაზოს ხდის.
2. დაიწყეთ A და E ვიტამინების მიღება, კომპლექსურად ან ცალ-ცალკე. ვიტამინი A მელანინის გამოყოფას უწყობს ხელს, შესაბამისად, სწრაფად მოგეკიდებათ რუჯი; ხოლო ვიტამინი E არბილებს და ატენიანებს კანს, რაც დაგეხმარებათ, ლამაზად და თანაბრად გაირუჯოთ.
3. სვით სტაფილოს წვენი, რომელიც მდიდარია ბეტა-კაროტინით, რაც მელანინის გამოყოფას უწყობს ხელს. დაიმახსოვრეთ, რომ ბეტა-კაროტინი ცხიმში იხსნება, ამიტომაც ორგანიზმის მიერ მის შესათვისებლად წვენში უმჯობესი იქნება, თუ დაამატებთ ნაღებს ან ერთ ჩაის კოვზ ზეითუნის ზეთს.
4. იმისათვის, რომ სწრაფად გაირუჯოთ, არ არის აუცილებელი, საათობით იწვეთ (იდგეთ) მზეზე. მზე ყველაზე კარგად მოძრაობის დროს მოგეკიდებათ. ითამაშეთ, ირბინეთ, იმხიარულეთ და მზე ამ დროს თავის საქმეს გააკეთებს.
5. თუ გსურთ, რომ არა მხოლოდ სწრაფად, არამედ ლამაზად და ჯანმრთელად გაირუჯოთ, მზეზე დილის 11-12 საათზე და დღის 16 საათის შემდეგ იყავით და აუცილებლად გამოიყენეთ მზის დამცავი კრემი!
6. სწრაფად გარუჯვაში ბრინჯაოს შემცველი საშუალებებიც დაგეხმარებათ. ეს არა ავტორუჯი, არამედ სპეციალური ლოსიონები ან კრემებია, რომლებიც მელატონინის გამოსამუშავებელ კომპონენტებს შეიცავს.
www.marao.ge