reportiori.ge - „გაბალასა“ და „დინამოს“ მატჩზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით „დინამოს“ ხელმძღვანელობა უეფა-ს მიმართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 23:45
სპორტი
„გაბალასა“ და „დინამოს“ მატჩზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით „დინამოს“ ხელმძღვანელობა უეფა-ს მიმართავს
ავტორი:
10 ივლისი, 2015. 10:25


ინციდენტი აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, ადგილობრივ გუნდ „გაბალასა" და თბილისის „დინამოს"  მატჩზე მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ საფეხბურთო მატჩზე მისულ  აზერბაიჯანელ გულშემატკივართა ერთ ჯგუფს ჰქონდა პლაკატები ინგლისურ და აზერბაიჯანულ ენებზე: „Burchali is ancient Azerbaijan land" („ბორჩალო უძველესი აზერბაიჯანული მიწაა"); „Sarvan no Marneuli", „Bostandere No Rustavi" და „Choruk Gemerli! No Bolnisi!" გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მატჩზე მისულ გულშემატკივრებს ეს პლაკატები პოლიციამ ჩამოართვა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მატჩის დროს აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა ქართული დროშა დაწვეს. გავრცელდა ფოტოები, სადაც საქართველოს დროშაზე ფეხით დგანან.



აღნიშნულ ფაქტს გულშემატკივრები უკავშირებენ 2 ივლისს, საქართველოში, „დინამო"-„გაბალას" თამაშის დროს მომხდარ შემთხვევას, როდესაც ქართველმა გულშემატკივრებმა გამოფინეს პლაკატი წარწერით - „ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921"".


აზერბაიჯანულ „გაბალასა" და თბილისის „დინამოს" მატჩზე გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით „დინამოს" კლუბის ხელმძღვანელობა უეფა-ს მიმართავს. განცხადება „რუსთავი 2"-თან საუბრისას „დინამოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ ჯღარკავამ გააკეთა.

მისი განმარტებით, მატჩზე იყვნენ კონცენტრირებული და საქართველოს დროშის დაწვის ფაქტი არ შეუმჩნევიათ.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016