reportiori.ge - გედევან ფოფხაძე: ქადაგიძეს, პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად, ვალდებულება უნდა შეესრულებინა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:19
პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე: ქადაგიძეს, პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად, ვალდებულება უნდა შეესრულებინა
10 ივლისი, 2015. 16:56


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე მედიაში გავრცელებულ კადრებს, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ერთ-ერთ რესტორანში „ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად იმყოფება,  „რეპორტიორთან" აფასებს:


„ეს კადრები გავრცელდებოდა თუ არა, ჩვენ გვქონდა პრეტენზია გიორგი ქადაგიძესთან. მიმაჩნია, რომ ეროვნული ბანკი ხელისუფლებასთან არ უნდა იყოს ოპოზიციაში. კანონით განსაზღვრული ფუნქციები უნდა შეასრულოს. ეროვნული ბანკის პოლიტიკა არის ის, რომ კურსი აკონტროლოს და არ დააზარალოს საქართველოს მოსახლეობა. ეს პრეტენზიები გვქონდა. მიუხედავად იმისა, ბატონ ქადაგიძეს რა სიმპათიები აქვს პოლიტიკური თვალსაზრისით, თავისი ვალდებულება უნდა შეესრულებინა. ეროვნული ბანკის მიზანი უნდა იყოს, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს და არა ვიღაცის პოლიტიკური ინტერესების ლობირება. ჩვენ ერთიანნი უნდა ვყოფილიყავით პრობლემების წინაშე და არა ოპონირების რეჟიმში ჩავმდგარიყავით.

 

კითხვის ნიშნები არსებობს, რაც წარმოშობს ბრალდებებს. ადამიანი მხილებული რომ იყოს, ბრალდება ფორმალურად მაინც უნდა დადასტურდეს. თუ ვინმეს ბრალი საფუძვლიანად წაეყენება, ამ პროცესმა ფორმალურად უნდა დაადასტუროს. პრეტენზიები გაჟღერებულია და თუ ეს პრეტენზიები მტკიცებულებების სახით ჩამოყალიბდება და სამართლებრივ შედეგს მოიტანს, ეს იქნება პროცესის ნაწილი. ნაციონალები სატელევიზიო განცხადებებით ადამიანებს სამსახურებიდან ხსნიდნენ. ეს სამართლებრივი სახელმწიფოს მახასიათებელი არ არის. ქადაგიძის განყენებული პოზიცია ყველა შემთხვევაში იყო დამაზარალებელი პრობლემის გადაწყვეტისას", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016