სპორტი
საქართველოს ნაკრები რეიტინგში 14 პოზიციით დაქვეითდა
ავტორი: გიორგი კინტირაია
11 ივლისი, 2015. 16:23
საქართველოს ეროვნული ნაკრები „ფიფა/კოკა-კოლა"-ს ახალ რეიტინგში, გასული თვის მონაცემებთან შედარებით, 14 საფეხურით დაქვეითდა და ამ დროისათვის, 153-ე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია „ჯვაროსანთა" ისტორიის მანძილზე.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს პუერტო-რიკოს, სინგაპურისა და თურქმენეთის ეროვნული გუნდები უსწრებენ. რაც შეეხება ცხრილის ზედა სამეულს, პირველ ადგილს არგენტინელები იკავებენ, მეორე ადგილს - გერმანელები, ხოლო ბელგიის ეროვნული გუნდი მესამე ადგილს სჯერდება.
შეგახსენებთ, რომ ამგვარი დაბალი რეიტინგის გამო, უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 2018 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრისას ბოლო კალათში, ყველაზე სუსტ გუნდებთან ერთად იქნება.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19