reportiori.ge - ილია მეორე: ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი ერთგულებას არღვევს და იმ ადამიანს ღალატობს, ვინაც სიკეთე გაუკეთა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 18:42
მთავარი თემა
ილია მეორე: ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი ერთგულებას არღვევს და იმ ადამიანს ღალატობს, ვინაც სიკეთე გაუკეთა
12 ივლისი, 2015. 23:48



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მართლმადიდებელ ქრისტიანებს პეტრე და პავლე მოციქულების ხსენების დღე მიულოცა. ამასთან, პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას მრევლს ერთგულებისა და ერთმანეთის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.



„პეტრე და პავლე არიან ერისა და ეკლესიის ორი სვეტი. პეტრე, რომელსაც ეწოდა ქვა, ააშენა ეკლესია კლდესა ზედა და ბრჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ მას. პავლე მოციქული, რომელიც მოსეს რჯულის აღმსრულებელი და ქრისტიანთა მდევნელი იყო, წმინდა ეკლესიის უდიდესი მოძღვარი, უდიდესი მქადაგებელი გახდა. პავლე მოციქული ამბობს: - ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ და ესე აღასრულეთ რჯული ქრისტესი. ეს უნდა გვახსოვდეს. ჩვენ ერთმანეთის სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ - განსაკუთრებით დღეს, როცა ამდენი პრობლემებია ჩვენი ერის, ყოველი ადამიანის და ოჯახის წინაშე.



„მცირესა ზედა იყავი ერთგული და დიდსა ზედა დაგედგინოს შენ" - უფლის ეს სიტყვები მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთმანეთის მხარდამჭერები, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთმანეთის ერთგული. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი ერთგულებას არღვევს და იმ ადამიანს, რომელმაც სიკეთე გაუკეთა, ღალატობს, ან ცუდით პასუხობს. წმინდა მოციქული პეტრე, რომელიც სარწმუნების, სიმტკიცის, ერთგულების მაგალითია, ისიც კი შეშინდა, მაგრამ თავისი ერთგულება დაამტკიცა იმით, რომ ჯვარს თავდაღმა ეცვა. პეტრე მოციქულს თავი მოკვეთეს, როგორც რომის მოქალაქეს. ეს არის დღესასწაული, რომელიც გვაჩვენებს როგორ უნდა ვიცხოვროთ, როგორ უნდა ვიაროთ, სად უნდა დავინახოთ სიკეთე და სად ბოროტება. ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ იმით, როცა ადამიანს ღმერთი გაუხსნის გულს და გონებას", - ბრძანა პატრიარქმა.



 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016