თუმანიშვილის თეატრის მსახიობი გოგა პიპინაშვილი რადიო „სპუტნიკთან" თავისი პროექტის შესახებ საუბრობს. პიპინაშვილმა სპექტაკლ „ემიგრანტებს" კინოსცენარის სახე მისცა. მისი თქმით, მან აღნიშნული პროექტი კინოცენტრში წარადგინა, თუმცა დაფინანსება ვერ მიიღო...
„შევიტანე კინოცენტრში ძალიან კარგი მხატვრული ფილმის პროექტი, რომ რაღაც ნაწილი მაინც დაფინანსებულიყო. სპექტაკლ „ემიგრანტების" კინოპროექტი შეიქმნა, რომელიც, ვთვლი, რომ იყო უმაღლესი რანგის პროექტი. რა თქმა უნდა, არ დაფინანსდა, კინოცენტრის წევრებისგან ბევრი პრეტენზია მივიღე. მათ შორის ერთ-ერთი იყო ასეთი რამ, რომ ორკაციან მხატვრულ ფილმში, რომელიც იყო ერთ ლოკაციაში, დიალოგი ბევრი მოეჩვენათ. ახლა მეცინება მაგრამ... კინოცენტრზე არანაირად არ ვიყავი დამოკიდებული.
ეს პროექტი თავის დღის სინათლეს იპოვის.
ახლა ამით ვარ შეპყრობილი, რომ ბოლომდე მივიყვანო ეს საქმე. ეს არის ძალიან სერიოზული პროექტი.
ეს იქნება სერიოზული კინონამუშევარი, რომელსაც მივცემ ბიძგს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გავიდეს,"- განაცხადა პიპინაშვილმა.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)