reportiori.ge - კონსტანტინე გამსახურდია: ხელებს ნუ აფათურებთ იქ, სადაც ნამდვილად დაგეწვებათ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:41
მედია
კონსტანტინე გამსახურდია: ხელებს ნუ აფათურებთ იქ, სადაც ნამდვილად დაგეწვებათ
30 ოქტომბერი, 2013. 12:02

ევროკავშირში საგანგებო დავალებათა ელჩი, კონსტანტინე გამსახურდია „საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გოგი გვახარიას საავტორო გადაცემის „წითელი ზონა" შეჩერებას „ფეისბუქის" საკუთარი გვერდიდან ეხმაურება.

 

მიუხედავად იმისა, რომ გოგი გვახარიას აქვს ნეგატიური დამოკიდებულება ეროვნული და პატრიოტული მოძრაობისადმი საქართველოში, ასევე მისი ოიკოფობია" (ბრიტანელი ინტელექტუალის, როჯერ სკრუტონის ტერმინით რომ ვთქვათ, ფობია საკუთარი კულტურული გარემოს მიმართ, და როგორც არაერთი ქართველი ლიბერალის შემთხვევაშია, მასში ფაშიზმის, ეთნიკური ნაციონალიზმის და რელიგიური ფუნდამენტალიზმის გამუდმებული ძიება-აღმოჩენა) არანაირად არ იწვევს ჩემს სიმპაიებს, ვუერთდები პროტესტს მისი გადაცემის დახურვის გამო.

ამის მიღმა დგას თამაზ ტყემალაძე, საზმაუ- დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ამჟამად სამეურვეო საბჭოსთან (ბორდთან") დაპირისპირებული, სრულიად გაუგებარი და ბნელი ორიენტაციის პიროვნება, აბსტრუზული მიზნებით. გოგი გვახარიას წითელი ზონა" ნამდვილად საინტერესო გადაცემაა და საკმაოდ წიგნიერად გაკეთებული, საიდანაც ტელემაყურებელს ბევრი რამის გაგება შეუძლია. ამიტომაც ხელებს ნუ აფათურებენ იქ, სადაც ნამდვილად დაეწვებათ", - წერს კონსტანტინე გამსახურდია.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016