„ტელევიზიები არაფრის მთქმელი, აბსურდული, საღლაბუცო გადაცემებით არის სავსე,"- განაცხადა თუმანიშვილის თეატრის მსახიობმა გოგა პიპინაშვილმა რადიო „სპუტნიკის" ეთერში კულტურის შეფასებისას და აღნიშნა, რომ მედიამ მაყურებელი მდარე ხარისხის სულიერ საზრდოს შეაჩვია.
მისი თქმით, უკვე დიდი ხანია სერიოზულმა ნაწარმოებებმა უკან გადაინაცვლეს, საზოგადოებას კი „წელს ქვემოთ" იუმორი უფრო ხიბლავს, რადგან მარტივი და სახალისოა.
„ბუნებრივია, რომ სერიოზული მხატვრული ნაწარმოების მიმართ მაყურებელიც ზერელე დამოკიდებულებას მიეჩვია.
ურჩევნიათ ღიმილის მომგვრელი, მსუბუქი, „წელსქვემოთ" იუმორი, ვიდრე მაგალითად კლდიაშვილის ნაწარმოებები. მეჩვენება, რომ ამაში მონაწილეობის მიღება მომავლისკენ გადადგმული ცუდი ნაბიჯია,"- განაცხადა პიპინაშვილმა.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)