reportiori.ge - „ქართულმა მისიამ“ მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:09
რეგიონები
„ქართულმა მისიამ“ მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართა
ავტორი:
13 ივლისი, 2015. 12:24


11 ივლისს „ქართულმა მისიამ" და „პენსიონერთა, ინვალიდთა და ხანდაზმულთა კავშირმა" კიდევ ერთი საქველმოქმედო აქცია გამართეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეძაში.


აქციის ფარგლებში სოფელში მცხოვრებმა ხანდაზმულმა პირებმა მიიღეს უფასო სამედიცინო მედიკამენტები და სხვადასხვა სახის მომსახურება.


„ქართული მისიის" გამგეობის წევრებმა გიორგი ზარნაძემ, არჩილ შველიძემ და დავით ონიანმა გამართეს შეხვედრა სოფლის მცხოვრებლებთან და ბრეძის ადმინისტრაციულ ერთეულში.


შეხვედრის ფარგლებში „ქართული მისიის" წარმომადგენლებმა მოისმინეს ინფორმაცია სოფელში მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების შესახებ.


„ქართული მისია" მოუწოდებს ცენტრალურ ხელისუფლებას და სხვა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებს, დაეხმარონ სოფელ ბრეძას, რათა სწრაფად მოგვარდეს სოფელში არსებული წყლის პრობლემა.


„ქართული მისიის" წევრებმა ასევე მოინახულეს სოფელი ბრეძის მიმდებარე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი კოდა და იქ არსებული ოთარ მჭედლიძის სახელობის საჯარო სკოლა.


„ჩვენი ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა კერძო კომპანიასა და ბიზნესმენს, დაეხმაროს ზ/ა სკოლას, რომელსაც ესაჭიროება კოსმეტიკური სახის რემონტი. სკოლაში შესაკეთებელია ორი მცირე ზომის საკლასო ოთახი, რომელიც განკუთვნილია 1-3 კლასის ბავშვებისათვის. „ქართული მისიის" სპეციალისტების შესაბამისი გამოთვლით, საკლასო ოთახების კოსმეტიკურ რემონტს ესაჭიროება დაახლოებით 4000 ლარი", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

 

სოფელ ბრეძაში გაიმართა შეხვედრა „ქართული მისიის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა (გიორგი ჩიქოვანი და ნინო ქავთარაძე) და ადგილობრივ ახალგაზრდებს შორის. „ქართული მისიის" ახალგაზრდულმა ფრთამ ადგილობრივებს გააცნო სხვადასხვა სახის მიმდინარე პროექტები და მოუწოდა მონაწილეობისაკენ. სოფელ ბრეძაში გამართული შეხვედრის და საქველმოქმედო აქციის ჩატარებაში გაწეული დახმარებისათვის „ქართული მისია" მადლობას უხდის მარიამ გულისაშვილს და ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელს.

 

„ქართული მისია" მუდამ მზად არის, დაეხმაროს ქარელის მუნიციპალიტეტს და უცხადებს სრულ თანადგომას წამოწყებული პროექტების განხორციელებაში", - აცხადებენ ორგანიზაციაში.




 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016