reportiori.ge - ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „კაგებეს“ სამსახურის განცხადება ე.წ. საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 05:53
რეგიონები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „კაგებეს“ სამსახურის განცხადება ე.წ. საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით
ავტორი:
14 ივლისი, 2015. 12:01


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „კაგებეს" სამსახური ე.წ. საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს.

 

„რუსეთის ფედერაციას, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროგრამის განხორციელების ფარგლებში, სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის საზღვრის დაცვის სამსახურმა, ცხინვალის, ზნაურისა და ახალგორის რაიონში 1 ივლისიდან ქართულ-ოსურ საზღვარზე საინფორმაციო ნიშნების გეგმიური მუშაობა-მონტაჟი და რესტავრაცია განაგრძო. აღნიშნული ღონისძიებები სამხრეთ ოსეთის მხრიდან ცალმხრივად ტარდება იმის გამო, რომ 2012 წლიდან ოფიციალური თბილისი უარს აცხადებს ქვეყნებს შორის გამყოფი და რელიეფის სადემარკაციო ხაზის აღნიშვნისგან და ასევე, წარმოქმნილი სადავო საკითხებისას ურთიერთსასარგებლო გადაწყვეტილების მიღებისგან. აღნიშნული საკითხის ფარგლებში, უფლებამოსილი ორგანოების მიერ, საზღვრიდან 50 და 100 მეტრის დაშორებით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის სიღრმეში, ზნაურის რაიონის დასახლებულ პუნქტებში ბალთასა და წნელისში, ასევე ახალგორის რაიონის სოფლებში ორჭოსანსა და წინაგარაში, ახალი საინფორმაციო ნიშნები დამონტაჟდა. ზნაურის რაიონის სოფელ იონჩასა და ცხინვალის რაიონის სოფელ დისევში აღდგა ადრე დაზიანებული საინფორმაციო ნიშნები", - ნათქვამია განცხადებაში.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016