ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „კაგებეს" სამსახური ე.წ. საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს.
„რუსეთის ფედერაციას, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროგრამის განხორციელების ფარგლებში, სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის საზღვრის დაცვის სამსახურმა, ცხინვალის, ზნაურისა და ახალგორის რაიონში 1 ივლისიდან ქართულ-ოსურ საზღვარზე საინფორმაციო ნიშნების გეგმიური მუშაობა-მონტაჟი და რესტავრაცია განაგრძო. აღნიშნული ღონისძიებები სამხრეთ ოსეთის მხრიდან ცალმხრივად ტარდება იმის გამო, რომ 2012 წლიდან ოფიციალური თბილისი უარს აცხადებს ქვეყნებს შორის გამყოფი და რელიეფის სადემარკაციო ხაზის აღნიშვნისგან და ასევე, წარმოქმნილი სადავო საკითხებისას ურთიერთსასარგებლო გადაწყვეტილების მიღებისგან. აღნიშნული საკითხის ფარგლებში, უფლებამოსილი ორგანოების მიერ, საზღვრიდან 50 და 100 მეტრის დაშორებით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის სიღრმეში, ზნაურის რაიონის დასახლებულ პუნქტებში ბალთასა და წნელისში, ასევე ახალგორის რაიონის სოფლებში ორჭოსანსა და წინაგარაში, ახალი საინფორმაციო ნიშნები დამონტაჟდა. ზნაურის რაიონის სოფელ იონჩასა და ცხინვალის რაიონის სოფელ დისევში აღდგა ადრე დაზიანებული საინფორმაციო ნიშნები", - ნათქვამია განცხადებაში.