reportiori.ge - ემზარ კვიციანი: ბატონო ირაკლი, რატომ ჩააბარეთ კოდორის ხეობა მტერს?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:31
საზოგადოება
ემზარ კვიციანი: ბატონო ირაკლი, რატომ ჩააბარეთ კოდორის ხეობა მტერს?!
14 ივლისი, 2015. 17:39


 

კოდორის ყოფლი რწმუნებულის პოსტი 2004 წლის დეკემბერში აფხაზეთის მაშინდელი ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებით გაუქმდა.



„რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება, პირადად ვუთხარი ირაკლის. რამდენად სწორი ვიყავი მე, ეს ცხოვრებამ გვიჩვენა",- ამობობს კოდორის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი მედიაჰოლდინგ „რეპორტიორისა" და ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიის ერთობლივ პროექტში  - რეპორტიორის თვალით..."   


„ჩვენ ახლა ეკონომიკურად მოვაძლიერებთ ხეობას, გზებს გავაკეთებთ - ინფრასტრუქტურას შევქმნით, ჯარსაც შევიყვანთ..." - და ჯარი რომ ახსენა, გავაჩერე და ვუთხარი - თუ ხელშეკრულების გაუქმებამდე ჯარის შეყვანას აპირებდა, გამოდიოდა, რომ ხეობის ჩაბარება ჰქონდა გადაწყვეტილი ხელისუფლებას. - გამორიცხულია, მე აქ არ ვარო?! ვუთხარი, მის ნაცვლად ოდესმე სხვა რომ დაენიშნათ, მაშინ ვინ იქნებოდა პასუხისმგებელი ხეობაზე? - მე ვიქნებიო, - გამიმეორა. ამიტომ ვეკითხები ყოველთვის, როცა ამის საშუალება მეძლევა - ბატონო ირაკლი, რატომ ჩააბარეთ კოდორის ხეობა მტერს?! ასეა, სიტყვა თქვა და ... ირაკლი ალასანია ისე მიიყვანეს, როგორც ირაკლი ოქრუაშვილი. ოქრუაშვილი - „მონადირის" მოსასპობად, ხოლო - ალასანია გუბერნიის მოსასპობად. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ირაკლი ალასანია და ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფელები ყოფილან და არამარტო ეს ორი. როგოორც აღმოჩნდა, მთელი ის ჯგუფი ჩართული იყო კოდორის ხეობის გასხვისებაში და შემდგომ, მიხეილ სააკაშვილთან ერთად - მთელი ქვეყნის გასხვისებაში. კოდორის ხეობა ჩაბარდა, გაერო-ში მაშინ ვინ იყო ჩვენი წარმომადგენელი? - ირაკლი ალასანია. გაერო-მ რა? - უბრალოდ დაბურძგლა და სულ ეს იყო", - იხსენებს კვიციანი.

 

 

„რეპორტიორის"  კომენტარზე, რომ  -  ფიქრია ჩიხრაძის თქმით, 2006 წლის ერთ-ერთ შეხვედრაზე ირაკლი ალასანია კბილებით იცავდა პოზიციას, რომ „მონადირე" არ გაუქმებულიყო, კვიციანი ამბობს:



„არ გამიკვირდება, თქვან, რომ ერთ-ერთი კბილი მაშინ მოიტეხა. სისულელეა, ესაა მლიქვნელობა იმისთვის, რომ მერე ირაკლი გააპიარონ", - განაცხადა  ემზარ კვიციანმა.


 



ინტერვიუს სრული ვიდეოვერსია:

https://www.youtube.com/watch?v=t0OCMX-bvW4


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016