„ომის დროს, არც დაწერილი კანონი დამირღვევია და არც დაუწერელი. არც ერთი ტყვე არ დამიხვრეტია, არც მიწამებია, თუ ვინმე ცოცხალი ჩამივარდა ხელში, ყველა ცოცხალი დავაბრუნე", - ამბობს კოდორის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი მედიაჰოლდინგ „რეპორტიორისა" და ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიის ერთობლივი პროექტის - „რეპორტიორის თვალით..."
„ერთი ვერტმფრენი რომ ჩამოვაგდეთ, ეკიპაჟში 5 კაცი იყო, რუსები იყვნენ. რომ ავედით და ვნახეთ მიცვალებულები, ისე არ დავტოვეთ, ყველა დავასაფლავეთ და ჯვარი გავუკეთეთ. მათ წასასვენებლად რომ მოვიდნენ სპეცრაზმელები, ისე მიყურებდნენ, როგორც მტერს. რომ ავიყვანე და გაპატიოსნებული მიცვალებულები ნახეს, სახე გაუნათდათ და ისე წავიდნენ, თითქოს ცოცხლები წაიყვანეს. სადაც არ უნდა იყო კაცი, კაცურად უნდა მოიქცე. უიარაღო მტერზე ხელი არ უნდა ასწიო, რომ გარდაიცვლება, მით უმეტეს. ეს არის წესი, რომელსაც თუ დაარღვევ, წინ დაგხვდება. თუ არ დაარღვევ, ისიც წინ დაგხვდება. ჰოდა, სწორედ ეს დამხვდა წინ რუსეთში."- იხსენებს კვიციანი.
ინტერვიუს სრული ვიდეოვერსია:
https://www.youtube.com/watch?v=t0OCMX-bvW4