reportiori.ge - ლია ელიავა: 2016 წლამდე ლარი გაუფასურებას განაგრძობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:26
ეკონომიკა
ლია ელიავა: 2016 წლამდე ლარი გაუფასურებას განაგრძობს
ავტორი:
16 ივლისი, 2015. 12:58


ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ლია ელიავა ვარაუდობს, რომ ლარის კურსი 2016 წლის დასაწყისამდე ვერ გამყარდება და პირიქით, გაუფასურებას განაგრობს. ამის შესახებ ელიავამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე დასძინა, რომ არასტაბილური ლარის კურსი და ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარება ეროვნული ბანკის უმოქმედობამ გამოიწვია.


„მომავალი წლის დასაწყისამდე ლარის კურსი ვერ გამყარდება. პირიქით, ლარი თანდათანობით განაგრძობს გაუფასურებას და პრაქტიკულად, ეს პროცესი იქნება შეუქცევადი. პერიოდულად გაჩერდება ლარი, ოდნავ გამყარდება და მერე ისევ განაგრძობს ვარდნას. ამის ერთადერთი მიზეზი კი ეროვნული ბანკის უმოქმედობა გახლავთ. ლარი არის სუსტი ვალუტა და მისი რეალური კურსი ნამდვილად არ არის დღევანდელი კურსი, რომელიც ჩამოყალიბებულია. წლების განმავლობაში ეროვნულ ბანკს ლარის კურსი ეკავა სავალუტო ინტერვენციების მეშვეობით და ახლა, აშვების შემთხვევაში, ის შეიძლება გაუფასურდეს 30-50 %-ით და უფრო მეტად. ეს გამორიცხული არაა, რადგან ჩვენი ეკონომიკა სუსტია და მხარდაჭერა სჭირდება. სწორედ ამ მხარდაჭერას ეროვნული ბანკისგან ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ვეღირსეთ", - განაცხადა ელიავამ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016