საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, მარგვეთისა და უბისის ეპარქიას მეუფე დიმიტრი უხელმძღვანელებს. მეუფე დიმიტრის დანიშვნამდე, ეპარქიას მეუფე ვახტანგი ხელმძღვანელობდა, რომლის წინააღმდეგაც ზესტაფონის მოსახლეობა თვეების მანძილზე საპროტესტო აქციებს მართავდა. მეუფე ვახტანგს რამდენჯერმე კარებიც აუჭედეს. წმინდა სინოდის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მეუფე ვახტანგი დასავლეთ ევროპის ეპისკოპოსად, შვედეთში, გადაიყვანეს.
მეუფე დიმიტრი მანამდე ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი იყო. იგი თეოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატია. არჩეულია საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის წევრად, ხელმძღვანელობს საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურს, არის „წმიდა მიწის" შემსწავლელი სამეცნიერო საზოგადოების თანათავმჯდომარე, აგრეთვე მრავალი საეკლესიო საქმის ინიციატორი და ორგანიზატორი.