თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიებზე საერთაშორისო ბრენდები წარმომადგნელობით მაღაზიებსა და ფილიალებს ხსნიან. ამის შესახებ ინფორმაციას „აფხაზეთის ხმა" ავრცელებს.
„არაღიარების პოლიტიკა საფრთხის ქვეშ დგება არამხოლოდ მაშინ, როცა ესა თუ ის ქვეყანაიწყებს ფიქრს თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარებაზე, არამედ მაშინაც, როცა ამრეგიონებში ცნობილი ბრენდები იკიდებენ ფეხს.
ყველა ასეთი შემთხვევა უკიდურესი შეშფოთების მიზეზი უნდა ხდებოდეს საქართველოს საგარეო უწყების მხრიდან, თუმცა, ზოგჯერ თავად მინისტრი და უწყების აპარატის თანამშრომლები ამმიმართულების სიახლეებს ქართული მედიისგან იგებენ და რეაქცია ან აქვთ, ან არა.
სულ ცოტა ხნის წინ, იტალიაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა მაუროადოლფო მურჯამ საერთაშორისო არენაზე აღიარებისთვის დახმარება რომის პაპს, ფრანცისკოს სთხოვა. ამ მიზნით მან რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურს წერილი გაუგზავნა.
წერილში მაურო მურჯა რომის პაპს წერს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამ დრომდე მხოლოდ ექვსმა ქვეყანამ აღიარა, ხოლო ასეთი მცირერიცხოვანების მიზეზად იმას ასახელებს, რომ"გეოპოლიტიკა და არსებული დიდი ინტერესები გაერთიანდნენ და, აქედან გამომდინარე,სამართლიანი აღიარების წინსვლა ვერ ხერხდება".
როგორც "აფხაზეთის ხმამ" გაარკვია, ამ წერილის შემდეგ მაურო მურჯას ხანმოკლე აუდიენციაჰქონდა რომის პაპთან. რასაკვირველია, ვატიკანი, რომის კათოლიკური ეკლესია აღიარებენსაქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევეა იტალიაც, მაგრამ მაურო მურჯას აქტიურობის შედეგად ხდება კულტურულ ურთიერთობებში შეფუთული კონტაქტების დამყარება იტალიისცალკეულ ქალაქებსა და სოხუმს შორის.
ეს ურთიერთობა ითვალისწინებს ვიზიტებს, პოლიტიკურ მემორანდუმებსაც კი და მხოლოდ ამისშემდეგ, პოსტ ფაქტუმ ხდება მათი გაპროტესტება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსმიერ, ისიც, მას შემდეგ, რაც ინფორმაცია ქართულ მედიაში მოხვდება.
რაც შეეხება ბრენდების ბოლო აქტივობებს, განსაკუთრებით ოკუპირებული აფხაზეთისმიმართულებით, ნაკლებად სავარაუდოა, ბრენდებმა, რომლებიც მაღაზიებს ხსნიან ოკუპირებულქალაქებში, რაიმე იცოდნენ "ოკუპაციის შესახებ" კანონის შესახებ, მათთან კომუნიკაცია კი ან არარის, ან ნაკლებად ეფექტურია...
ამასობაში კი, როგორც სოცქსელებში გავრცელებული, ქვემოთ გამოქვეყნებული ფოტოებიადასტურებს, სოხუმში Colin's-ის მაღაზია გაიხსნა, გაგრაში PENTI იხსნება, Viber-მა კი აფხაზეთირუსეთის რეგიონების სიაში შეიტანა..."- წერს „აფხაზეთის ხმა.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)