reportiori.ge - ფეხბურთის ფედერაცია შშმ პირებს უეფას სუპერთასის ბილეთებს საჩუქრად გადასცემს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 04:12
სპორტი
ფეხბურთის ფედერაცია შშმ პირებს უეფას სუპერთასის ბილეთებს საჩუქრად გადასცემს...
ავტორი:
17 ივლისი, 2015. 22:12




11 აგვისტოს, უეფას სუპერთასის მატჩზე, გათვალისწინებულია სპეციალური ადგილები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

შშმ პირები და მათი თანმხლები პირები განთავსდებიან „დინამო არენას" აღმოსავლეთ ტრიბუნაზე, მე-15-16 სექტორებში. მათთვის სპეციალური შესასვლელი იქნება B ზონიდან (მთავარი შესასვლელის გვერდით, ცაბაძის ქუჩიდან).

მოცემულ სექტორებში, ეტლით მოსარგებლე პირებისთვის გათვალისწინებულია 40 ადგილი; პლიუს 40 - მათი თანმხლები პირებისათვის. ხოლო უეტლო შშმ პირებისთვის - 10 ადგილი (პლიუს 10  - თანმხლები პირებისთვის).

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის გათვალისწინებულია 18-ლარიანი ბილეთები. სფფ-ის თანამშრომლების გადაწყვეტილებით, ისინი დააფინანსებენ ამ ბილეთების მომავალ მფლობელებს და საჩუქრად გადასცემენ ყველა შშმ პირს.

ბილეთების გაცემა მოხდება ფეხბურთის ფედერაციაში. გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, სავარაუდოდ, უახლოეს მომდევნო კვირაში დაიწყება ბილეთების გაცემა. მანამდე, თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად ეცნობება ამის შესახებ.

ბილეთების მისაღებად, შშმ პირებმა უნდა წარმოადგინონ თავისი სტატუსის დამადასტურებელი ცნობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

გისურვებთ წარმატებებს და გვიხარია, რომ გმასპინძლობთ!


სფფ-ის პრესსამსახური



(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016