reportiori.ge - დავით ნარმანია: ოლიმპიური ფესტივალი საქართველოს დედაქალაქისთვის ახალ საწყისად იქცევა! (ფოტორეპორტაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 18:50
მთავარი თემა
დავით ნარმანია: ოლიმპიური ფესტივალი საქართველოს დედაქალაქისთვის ახალ საწყისად იქცევა! (ფოტორეპორტაჟი)
ავტორი:
18 ივლისი, 2015. 03:39



თბილისის მერი დავით ნარმანია ევროპის მოედანზე ოლიმპიურ ცეცხლს პირველი შეეგება. ოლიმპიური ცეცხლის ესკორტს ევროპის მოედანზე თბილისის მერი, „თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალეკო ახვლედიანთან და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან ერთად დახვდა. ალეკო ახვლედიანმა მერს ოლიმპიური ცეცხლი უსაფრთხოების ლამპრით საზეიმოდ გადასცა.


ღონისძიებაზე თბილისის მერმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა. დავით ნარმანიასგანცხადებით, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის თბილისი მთელს ქვეყანასთან ერთად ემზადებოდა. მისივე განცხადებით, ყველაფერი გაკეთდა, რათა დედაქალაქის ისტორიაში პირველ ოლიმპიურ ფესტივალს ღირსეულად დახვედროდა ქვეყანა. დავით ნარმანიას თქმით, საქართველოს მთავრობასთან, ყველა უწყებასთან და სამინისტროსთან ერთად, სამუშაოები უმაღლეს დონეზე შესრულდა: ყველა სპორტული არენა უკვე მზად არის.


მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თბილისელების სახელით დიდი მადლობა ვუთხრაყველასვინც დროუნარინიჭიძალა და ენერგია არ დაიშურარათა დედაქალაქიღირსეულად დახვედროდა ოლიმპიურ თამაშებსოლიმპიადის დღეებში თბილისიათასობით სპორტსმენსა და ათიათასობით გულშემატკივარს უმასპინძლებს 50-ზე მეტიქვეყნიდანოლიმპიური ფესტივალი იქცევა ახალ საწყისად საქართველოსდედაქალაქისთვისრომელიც უკეთ გააცნობს მას მთელს ევროპასა და მსოფლიოს.ყველა გარემოა შექმნილი საიმისოდრომ ყველა სპორტსმენისა და სტუმრისათვის ესოლიმპიური ფესტივალი და თბილისში გატარებული დღეები დაუვიწყარი იყოსთავადთბილისელები კი ამ დიდი სპორტული ზეიმის სრულუფლებიანი მონაწილენი იქნებიან",-განაცხადა დავით ნარმანიამ


ღონისძიებაზე თბილისის მერმა ოლიმპიური ცეცხლი საზეიმოდ მეჩირაღდნე ნიკუშა შენგელაიას გადასცა, რომელმაც ჯგუფთან ერთად თავისუფლების მოედნისკენ გაემართა.


ესტაფეტის დასასრულს, ბოლო მეჩირაღდნემ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ოლიმპიური ცეცხლი სცენაზე აიტანა და ჩირაღდანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა. მთავრობის მეთაურმა ცეცხლი საზეიმოდ დიდ თასში აანთო.


თბილისში ოლიმპიურ ცეცხლს თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალურ ლამპარში მოათავსებენ, მისი ნახვის საშუალება კი ყველას ექნება.


26 ივლისს, ოლიპიური ფესტივალის გახსნის დღეს საპატიო მეჩირაღდნეები ცეცხლს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შემოიტანენ, იგი გახსნის ცერემონიალზე დიდ კაულდრონში აინთება და ფესტივალის დასრულებამდე იგიზგიზებს.











(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)






 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016