მთავრობის მეთაურმა ოლიმპიური ცეცხლის დედაქალაქში შემოსვლა სრულიად საქართველოს მიულოცა.
ოლიმპიურმა ჩირაღდანმა 700 მეჩირაღდნესთან ერთად საქართველოს 67 მუნიციპალიტეტი მოიარა და დღეიდან, ოლიმპიური ფესტივალის დასრულებამდე, თბილისში დარჩება.
„დღეს არის საოცარი დღე. ზუსტად ორი თვის წინ, ჩვენთვის ყველასთვის საამაყო დასიმბოლურ დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ოლიმპიურ დედაქალაქათენში აინთო ცეცხლი, რომელიც ჩვენი დედაქალაქისთვის იყო განკუთვნილი. ზუსტად9 დღეში ჩვენი დედაქალაქი უმასპინძლებს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ოლიმპიურფესტივალს და ეს თამაშები განსაკუთრებულია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ჩვენისპორტსმენებისთვის. თბილისი მზად არის, ღირსეულად უმასპინძლოს ევროპისახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. მინდა, ჩვენს საამაყო სპორტსმენებს ვუსურვოწარმატებები. მჯერა, ჩვენ ძალიან ბევრ ოქროს მედალს მოვიპოვებთ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელს ლერი ხაბელოვს, თბილისის მერს დავით ნარმანიას და „თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს ალექსი ახვლედიანს. მთავრობის მეთაური ასევე განსაკუთრებით მიესალმა მოხალისეებს, რომელთა თანხლებით ოლიმპიურმა ცეცხლმა მთელი საქართველო შემოიარა.
ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლასთან დაკავშირებულ საზეიმო კონცერტზე ირაკლი ღარიბაშვილი შვილებთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)