reportiori.ge - მეცნიერების შოკისმომგვრელი აღმოჩენა - აღდგომის კუნძულზე მოაის ქანდაკებები მიწისქვეშ...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 11 ნოემბერი, 2024. 06:03
სხვადასხვა
მეცნიერების შოკისმომგვრელი აღმოჩენა - აღდგომის კუნძულზე მოაის ქანდაკებები მიწისქვეშ...
ავტორი:
18 ივლისი, 2015. 13:24


დაუჯერებელი აღმოჩენა მეცნიერებისგან - აღდგომის კუნძულზე გაბნეული გიგანტური ქვის იდუმალი ქანდაკებები კიდევ უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე ის დღემდე გვეგონა. არქეოლოგებმა კუნძულზე გათხრები დაიწყეს და საოცარი სანახაობის მომსწრენი გახდნენ. კუნზულზე გაბნეული ქანდაკებების მხოლოდ თავები ჩანს, უზარმაზარი თავების ქვეშ კი რამდენიმე მეტრზე მიწისქვეშ პეტროგლიფებით მორთული სხეულები აღმოჩნდა.



აღდგომის კუნძული არის ერთ-ერთი ყველაზე შორეული დასახლებული კუნძული მსოფლიოში, რომელიც მდებარეობს ჩილეს სანაპიროდან 2000 მილის სიშორეზე.  


არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ქანდაკებები თავდაპირველად არ იყო ჩაფლული მიწაში. ისინი კლიმატის ცვლილებებისშედეგად მოექცნენ მიწის ქვეშ.



 





მოაი - დაპრესილი ვულკანური ფერფლისგან დამზადებული ქვის ქანდაკებები. მოაის ყველა ქანდაკი მონოლითურია, ანუ ქვის ერთი ნატეხისგან არის დამზადებული და არ არის შეწებებული ან მიმაგრებული ერთმანეთზე. წონა ზოგჯერ 20 ტონასაც აღწევს, სიმაღლე კი 6 მეტრს. კუნძულზე მდებარე რანო-რარაკუს კრატერის ფერდობზე ნაპოვნია 20 მეტრამდე სიმაღლისა და 270 ტონა სიმძიმის დაუსრულებელი ქანდაკება. აღდგომის კუნძულზე სულ 887 ასეთი ძეგლია. ყველა მოაი, გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, კუნძულის სიღრმისკენ იმზირება და არა ოკეანისკენ.


ყველაზე გავრცელებული მოსაზრებით, მოაის ქანდაკებები კუნძულ პოლინეზიის მცხოვრებლებმა აღმართეს 1250 -1500 წლებში. მიაჩნდათ, რომ მათ მიცვალებული წინაპრების წარმოდგენა და ცოცხალი ლიდერების ძალის მიცემა შეეძლოთ, ასევე კლანთა სიმბოლოც შეიძლება ყოფილიყვნენ.


XIX საუკუნის შუა ხანებში მოაის ბევრი ქანდაკება ქვის სამტეხლოებისკენ წაიღეს, თუმცა, დღეისათვის საცერემონიო მოედანზე 50 ნაგებობაა რეკონსტრუირებული.

ლეგენდის თანახმად, ჰოტუ მატუას ძლევამოსილმა კლანმა სამშობლო დატოვა და ახალი საცხოვრისის ძებნას შეუდგა აღდგომის კუნძულზე. როდესაც კლანის უფროსი გარდაიცვალა, კუნძული მისმა ექვსმა ვაჟმა გაიყო, შემდგომ კი მათმა შვილებმა და შვილიშვილებმა. კუნძულის მცხოვრებთ დღემდე მიაჩნიათ, რომ ქანდაკებებში ძველი კლანის წევრთა ძალაა დაბუდებული. ეს ლეგენდა ხშირად იცვლება და ფრაგმენტულად გადადის მომდევნო თაობებში, რის გამოც, ლეგენდის პირვანდელი სახით წარმოდგენა გართულებულია




სპეციალურად საიტისთვის

თარგმნა ანა ნოდიამ 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016