reportiori.ge - ვარძიაში 10 ახალი ქვაბული აღმოაჩინეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:47
კულტურა
ვარძიაში 10 ახალი ქვაბული აღმოაჩინეს
ავტორი:
20 ივლისი, 2015. 11:28


ვარძიის ფართომასშტაბიანი კვლევითი სამუშაოების ფარგლებში, არქეოლოგიური კვლევის პირველივე ეტაპზე, ორი ახალი იარუსი და მასში განთავსებული 10 ახალი ქვაბული გამოვლინდა.



კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ვარძიის გადარჩენისა და განვითარების 5-წლიანი სახელმწიფო პროგრამა აქტიურ ფაზაში შევიდა. აღმოჩენა ვარძიაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორთან ნიკოლოზ ანთიძესთან ერთად დაათვალიერა.



ცნობილია, რომ გამოკვეთილი ქვაბულებიდან ორი დარბაზული ტიპისაა, რომლებიც საცხოვრებელ და სამეურნეო დანიშნულებას ასრულებდნენ.



ერთ-ერთში უძველესი თონის ნაშთებიც იკვეთება. ასევე ფიქსირდება უძველესი სათავსოები და ქვევრები, სადაც ერთი ათეული საუკუნის წინ ღვინოს და მარცვლეულ კულტურას ინახავდნენ.

სამრეკლოს მიმდებარედ დაწყებული არქეოლოგიური სამუშაოების დროს გამოვლენილი ქვაბულის კვლევისას აღმოჩენილია მოჭიქული და მოუჭიქავი კერამიკის ჭურჭელი - ფიალა, ქოთანი, სარქველები, რკინის შუბის პირი და გოძალი, რომელსაც არქეოლოგები XIII-XIV საუკუნით ათარიღებენ", - აცხადებენ სამინისტროში.



ვარძიაში დაწყებული კომპლექსური კვლევითი და საკონსერვაციო სამუშაოები საფუძვლად დაედება ვარძიის მენეჯმენტ გეგმის მომზადებას და ძეგლის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში სრულფასოვან წარდგენას.



ვარძიის გადარჩენისა და განვითარებისთვის პროგრამა დღეს ერთ-ერთი მასშტაბური და მრავალკომპონენტიანი პროექტია, რომელიც კლდის და კედლის მხატვრობის სტრუქტურის კვლევისა და კონსერვაციის გარდა, მოიცავს ძეგლის არქეოლოგიურ კვლევას და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობას.



ვარძია არის საერთაშორისო პროექტი, რომელიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. პროგრამას ხელმძღვანელობს კლდის კვლევის, გამაგრებისა და კონსერვაციის მიმართულებით კლაუდიო მარგოტინი, კედლის მხატვრობის კვლევისა და კონსერვაციის მიმართულებით - დევიდა პარკი (ინგლისის კურტოს უნივერსიტეტი) და ნანა კუპრაშვილი  (სამხატვრო აკადემია), არქეოლოგი შოთა ირემაშვილი, ილიას უნივერსიტეტი და კომპანია „არქიტექსი".

ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალი 1939 წელს შეიქმნა, იმ დროიდან კომპლექსის კვლევას სხვადასხვა პერიოდში, კოტე მელითაური და გივი გაფრინდაშვილი ახორციელებდენენ, რომლებმაც ვარძიის შესწავლას მრავალი სამეცნიერო ნაშრომი მიუძღვნეს", - განმარტავენ კულტურის სამინისტროში. 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016