reportiori.ge - ენერგეტიკის სამინისტროსა და „Royal HaskoningDHV”-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:12
ეკონომიკა
ენერგეტიკის სამინისტროსა და „Royal HaskoningDHV”-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
30 ოქტომბერი, 2013. 20:55

ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „Royal HaskoningDHV"-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს  ხელი  ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ  და „Royal HaskoningDHV"-ის შვილობილი კომპანიის „Business Unit Industry & Energy" -ი დირექტორმა ერიკ ტშველემ  მდინარე ტეხურას კასკადის მშენებლობის მიზნით მოაწერეს.


მემორანდუმი ახალი ჰესების მშენებლობის მიზნით, პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებას გულისხმობს. კომპანიამ კვლევა 18 თვეში უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც ჰესების ტექნიკური მონაცემები დაზუსტდება დაინვესტორი სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად კონკრეტულ  პროცედურებს დაიწყებს.

ტეხურას კასკადი ოთხ ჰიდროელექტროსადგურს მოიცავს:


· „ლეჩეხა ჰესი" - დადგმული სიმძალვრე 18,4 მეგავატი,წლიური გამომუშავება - 90,8 მლნ კვტ.საათი.

· „ერჯია ჰესი" - დადგმული სიმძალვრე 29,1 მეგავატი, წლიური გამომუშავება - 133,7 მლნ კვტ.საათი.

· „ცხიმრა ჰესი" - დადგმული სიმძალვრე 27,6 მეგავატი,წლიური გამომუშავება - 134,4 მლნ კვტ.საათი.

· „ნობულევი ჰესი" - დადგმული სიმძალვრე 42 მეგავატი,წლიური გამომუშავება - 197,4 მლნ კვტ.საათი.

„Business Unit Industry & Energy" სამხრეთ აფრიკული კომპანიის „Royal HaskoningDHV" შვილობილი კომპანიაა, რომელიც საქართველოში ინვესტირებას პირველად ახორციელებს. კომპანიას ენერგეტიკაში და მრეწველობის სხვადასხვა სექტორში მუშაობის 130 წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანია მსოფლიოს 35 ქვეყანაში მუშაობს და აქვს ძალიან დიდი გამოცდილება  ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობასა და ელექტრონაწილების წარმოებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016